კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოიხადა რვაწლიანი სასჯელი ოლიგარქმა ალიშერ უსმანოვმა და რა აკავშირებდა მას ბიძინა ივანიშვილთან


„გაზპრომინვესტჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „მედიაჰოლდინგის“ მფლობელი და ჰოლდინგ „მეტალოინვესტის“ თანამფლობელი, საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ მფლობელი, მუსიკალური ტელეარხის „მუზტევესა“ და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ თანამფლობელი, ალიშერ უსმანოვი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერი და მეცენატია, რომელსაც „ფორბსის“ 2010 წლის მილიარდერთა რეიტინგში 7,2 მილიარდიანი კაპიტალით მე-100 პოზიცია უკავია.

ალიშერ ბურხანის ძე უსმანოვი 1953 წელს უზბეკეთში, ქალაქ ჩუსტ-ნამანგანსკში დაიბადა. 1976 წელს მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი („მგიმო“) დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში უსმანოვი სერგეი იასტრეჟემბსკისთან მეგობრობდა, რომელიც 2000 წელს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ უსმანოვი უმცროს მეცნიერ თანამშრომლად უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში მუშაობდა. იმ პერიოდში უსმანოვი უზბეკეთის ცენტრალური კომიტეტის უფროსი რეფერენტი და შიდა ეკონომიკური ასოციაცია – „მშვიდობის დაცვის“ საბჭოთა კომიტეტის დირექტორიც იყო.

1980 წელს ალიშერ უსმანოვი და უზბეკეთის „კაგებეს“ უფროსის შვილი, უშიშროების ოპერატიული თანამშრომელი ნასიმოვი, გამოძალვის ფაქტზე მილიციამ დააკავა. თურქესტანის სამხარეო სასამართლომ უსმანოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში რვაწლიანი პატიმრობა და ქონების სრული კონფისკაცია მიუსაჯა, ხოლო მამამისი, რომელიც იმ დროისთვის ტაშკენტში პროკურორად მუშაობდა, სამსახურიდან მოხსნეს. საქმის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. 1986 წელს ალიშერი ციხეში სამაგალითო ქცევისთვის „უდოთი“ გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი უსმანოვმა განაცხადა, რომ ის იყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და ამის გამო იყო გამოკეტილი ციხეში. 2000 წელს უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ ალიშერ უსმანოვი სრულიად რეაბილიტირებულად გამოაცხადა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ მთლიანად „შეთითხნილად“ ცნო.

80-იანი წლების ბოლოს უსმანოვმა აქტიური სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყო. იგი უზბეკურ-ბელგიურ ფირმა „ვიტას“ ვიცე-პრეზიდენტი და, ასევე, კომერციული ფირმა „ასოციაცია 8 დნეის“ (რომელიც პამირზე ტურისტული მარშრუტების ორგანიზებით იყო დაკავებული), გენერალური დირექტორი იყო. 1990-1994 წლებში უსმანოვი „ინტერკროსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. 1993 წელს რუსეთის „დუმის“ არჩევნებზე, მან კენჭი იყარა ჰანტი-მანსიისკის რეგიონული მხარიდან, პარტია „სამოქალაქო კავშირი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და წესრიგის სახელის“ კვოტით, მაგრამ არჩევნებზე პარტიამ ვერ გადალახა 5-პროცენტიანი ბარიერი. არსებობს ვერსია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ალიშერ უსმანოვი რამენსკოეს პლასტმასის ქარხანაში პოლიეთილენის პაკეტების წარმოებით იყო დაკავებული და, ასევე, მოსკოვში აკონტროლებდა სიგარების ბიზნესს. 1997 წლიდან მან თანამშრომლობა დაიწყო „გაზპრომთან“, 2000 წელს კი „გაზპრომინვესტჰოლდინგის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე პერიოდში უსმანოვი „არხანგელსკი ალმაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრადაც აირჩიეს.

2002 წლის შემოდგომაზე ალიშერ უსმანოვმა მხარი დაუჭირა ოლეგ დერიპასკას გეგმას ორსკ-ჰალილოვის მეტალურგიული ქარხნის შეძენის შესახებ. პარიტეტული თანამშრომლობის ფარგლებში დერიპასკამ და უსმანოვმა ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება „ურალსკი სტალი“, რომლის აქციების 50-50 პროცენტი ოლიგარქებმა გაიყვეს. მოგვიანებით უსმანოვმა გამოისყიდა დერიპასკასგან დარჩენილი წილი – გარიგების თანხა 280-300 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

2005 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ „იმპეკსბანკისა“ და „როსიისკი კრედიტის“ მფლობელმა ბორის (ბიძინა) ივანიშვილმა მიხაილოვის სამთო-გამდიდრების კომბინატის აქციების 97 პროცენტი ალიშერ უსმანოვს მიჰყიდა. გარიგების ფინანსური მხარე დღემდე გასაიდუმლოებულია.

2006 წლის გაზაფხულზე ალიშერ უსმანოვი საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ მფლობელი გახდა. აგრეთვე მან „კომერსანტის“ საკუთრებაში არსებული მიწის ფართებიც შეიძინა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, საერთო ფართობით – 7,5 ათასი კვადრატული მეტრი. „კომერსანტის“ ყიდვის ფაქტს უსმანოვმა ახალი ბიზნესპროექტების გაცნობა და „ხანგრძლივი საინვესტიციო“ გეგმა უწოდა. პრესაში იწერებოდა, რომ უსმანოვი „გაზპრომის“ სახელით გამოდიოდა და კრემლის ინტერესების გათვალისწინებით შეიძინა „კომერსანტი“. თვითონ უსმანოვმა ამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ საგამომცემლო სახლის შეძენა მას 200 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ უსმანოვმა მუსიკალური ტელეარხის – „მუზტევეს“ აქციების 75 პროცენტი შეიძინა. აქციების საერთო ღირებულება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. იმავე წელს, სხვა რუსი ოლიგარქების მსგავსად, უსმანოვმა ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის შეძენა გადაწყვიტა და 2007 წლის 30 აგვისტოს, მისმა კუთვნილმა საინვესტიციო კომპანიამ „რედ ენდ უაით ჰოლდინგსმა“ ლონდონის „არსენალის“ აქციების 14,5 პროცენტი შეიძინა და 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. 2009 წლის დეკემბრისთვის ალიშერ უსმანოვმა კიდევ რამდენჯერმე იყიდა „არსენალის“ აქციები და ამჟამად მისი საკუთრების წილი 26,7 პროცენტია, თუმცა, ამის მიუხედავად, „არსენალის“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ის ვერ გახდა, რადგან აქციების 28,3 პროცენტი ამერიკელი ბიზნესმენის სტენ კრონკეს საკუთრებაშია.

2007 წელს ალიშერ უსმანოვმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახვეწილი მსახიობისგან, ოლეგ ვიდოვისგან, 10 მილიონ დოლარად შეიძინა საბჭოთა მულტფილმების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენების უფლება, რომელსაც მანამდე ვიდოვის კომპანია „ფილმს ბაი ჯოვ“ ფლობდა. მულტფილმებს „ჩებურაშკა“, „მაუგლი“, „ზღარბი ნისლში“ – რუსული ტელეარხები მანამდე არალიცენზირებულად აჩვენებდნენ, ამიერიდან კი მათ ლიცენზია ალიშერ უსმანოვის წყალობით გადაეცა. გარდა ამისა, უსმანოვმა მსტისლავ როსტროპოვიჩის ქვრივისგან, გალინა ვიშნევსკაიასგან, საოჯახო კოლექცია შეიძინა, რომელშიც რუსი ფერმწერების 450 ტილოა შესული. ამ კოლექციაში „სოთბის“ აუქციონზე მან 72 მილიონი დოლარი გადაიხადა და მეორე დღესვე კოლექცია სანკტ-პეტერბურგის კონსტანტინის სასახლეს გადასცა საჩუქრად.

ალიშერ უსმანოვის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ახალგაზრდობაში ის საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო ფარიკაობაში, ამჟამად კი მას რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. უსმანოვი დაქორწინებულია. მისი მეუღლე, ირინა ვინერი, რუსეთის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელია.


скачать dle 11.3