„თბილისელების“ სამზარეულო
ოკროშკა „ორიგინალური“
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი კარტოფილი, 2 კვერცხი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 100 გრამი ლორი, 2 ცალი კიტრი, 4 ცალი პატარა ბოლოკი, 20 გრამი მწვანე ხახვი, 10 გრამი კამა, 100 გრამი არაჟანი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 1, 5 ლიტრი ბურახი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კარტოფილი კარგად გარეცხეთ კანიანად. ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. კვერცხებიც მაგრად მოხარშეთ. კარტოფილი გაფცქვენით, კვერცხს კანი გააცალეთ. კარტოფილი და კვერცხის ცილა წვრილად, ქათმის ფილე და ლორი კი ჩხირებად დაჭერით. კიტრი და ბოლოკი – კარგად გარეცხეთ, გათალეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით.
კამა და მწვანე ხახვი გარეცხეთ, დაჭერით, დააყარეთ ცოტა მარილი და სულ ცოტა შაქარი. მოსრისეთ ისე, რომ წვენი გაუვიდეს. კვერცხის გულები გასრისეთ ჩანგლით. დაასხით მდოგვი და არაჟანი და კარგად აურიეთ. ნელ-ნელა დაასხით ამ მასას ბურახი და გაათხელეთ. კვერცხის ცილა, ფილე, ლორი, კარტოფილი, კიტრი და ბოლოკი, ყველაფერი ჩაყარეთ ბურახში, დაუმატეთ მწვანილი და კარგად აურიეთ. გადაანაწილეთ თეფშებზე.