კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ გაჩერდე, არ დანებდე!


თაიგერ ვუდსის გარშემო აგორებული სკანდალი ხომ გახსოვთ? მაშინ ცნობილ გოლფისტს ხელი ათეულობით ქალმა დაადო – მასთან სასიყვარულო რომანი მქონდაო და, ეს მაშინ, როცა თაიგერი სანიმუშო მეოჯახედ ითვლებოდა. ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე ცნობილი პორნოვარსკვლავი, ჯოსლინ ჯეიმსიც იყო. ქალმა დეტალებში მოყვა, თუ როგორ მოეწონა იგი ვუდსს, როგორ დაპატიჟა ჯერ რესტორანში, როგორ წაიყვანა იქიდან სასტუმროში და რაც მერე მოხდა, თავად უნდა მიხვდეთ, რადგან, რომ დავწერო, მაინც არ დამიბეჭდავენ.

ჰოდა, ჯეიმსმა ახლა სპორტის სახეობა გამოიცვალა და თვალი ფეხბურთელებს დაადგა. კონკრეტულად კი მისი თვალთახედვის არეში ლონდონის „ვესტ ჰემის“ ფორვარდი, კარლტონ კოული მოხვდა. ქალს კოული ისე მოეწონა, რომ ლონდონში ჩააკითხა და, რადგანაც დასაწუნი არც ჯოსლინს ჰქონდა, კარლტონი მის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა, თუმცა, პაპარაცებისგან თავი რომ დაეღწია, ქალთან ერთად ლოს-ანჯელესში გაფრინდა. კოულის თვიური ჯამაგირი ორასი ათასი გირვანქაა და ინგლისში ეჭვობენ, რომ იგი სამშობლოში საკმაოდ შეთხელებული ჯიბით დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც გაარკვიეს, წყვილი სასტუმროშია ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდიან. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატია, დიდი ალბათობით, წყვილი საფეხბურთო მატჩებს უყურებს.


скачать dle 11.3