როცა ცოლი ჩემპიონია
დანიელ ტიმოფტე რუმინელი ფეხბურთელია და, დიდი ალბათობით, ვერაფერს მიაღწევს, მაგრამ, იმით შეუძლია, იამაყოს, რომ ჩემპიონი ცოლი ჰყავს. მოკლედ, რუმინულმა პრესამ გადაწყვიტა, რუმინელ ფეხბურთელთა ცოლები, უფრო ზუსტად კი – მათი მკერდის სილამაზე შეეფასებინა. ჰოდა, დანიელის ცოლი, სილვია პოპი, პირველ ადგილზე გავიდა. ისე, ცოტა საოცარია, ქალი გვარად პოპი რომ არის და მკერდის კონკურსში გაიმარჯვებს, მაგრამ, მაინც...
„სანამ ჩემი მკერდი იმ დონეზე მივიდოდა, რომ ყველას მოსწონებოდა, ექვსი ოპერაცია გავიკეთე და ახლა ცხრა ნომერი მკერდი მაქვს. გამიხარდა, რომ მისი სილამაზე ყველამ აღიარა“, – განაცხადა სილვიამ.