ლედი გაგამ „ჩააბეისბოლა“
„ნიუ-იორკი“-„სან დიეგოს“ ბეისბოლის მატჩი კინაღამ შეწყდა და ამის მიზეზი მომღერალი ლედი გაგა გახდა. იგი ტრიბუნებზე იყო მოკალათებული და შავი სათვალითა და კეპით ინიღბებოდა, მაგრამ, მერე სათვალეც მოიხსნა, კეპიც მოიხადა და გულშემატკივრებიც დაეხვივნენ, ბოლოს კი არეულობა დაიწყო, რადგან გაგამ გულშემატკივრებს ზეაღმართული შუა თითი დაანახვა.
„სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. გულშემატკივრები თავიდან ავტოგრაფებს მთხოვდნენ, მერე კი შემომეხვივნენ და ზოგმა მკერდზე წამავლო ხელი, ზოგმა ფეხებზე დამიწყო ფერება, რამდენიმემ კი კოცნაც დააპირა, ამიტომაც, ის ვუჩვენე, რაც დაიმსახურეს“, – განაცხადა მომღერალმა.
ლედი გაგას ქცევით გაღიზიანებულმა გულშემატკივრებმა მისკენ გაიწიეს და, რომ არა პოლიციელთა ძალისხმევა, ეგებ გაგას მონაწილეობით პირველი პორნოგრაფიული ფილმის პრემიერაც შემდგარიყო.