სერენამ მოილხინა
ცნობილმა მომღერალმა, კრისტინა აგილერამ, ახალი დისკის პრეზენტაცია მოაწყო და საამისოდ ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლუბი დაიქირავა. აგილერას ძალიან სურდა, რომ საღამოზე ცნობილი სახეები და სახელები ჰყოლოდა და ამიტომ, პრაქტიკულად, ამერიკული ელიტის ნახევარი მიიწვია. მათგან ჩვენთვის საინტერესო ცნობილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსიც იყო. სერენამ ჯერ ხომ სურათები გადაიღო, მერე სასმელს მიეძალა და ბოლოს, როცა დათვრა, ნელ-ნელა გახდაზე გადავიდა.
„მას ხელს არავინ უშლიდა, რადგან ყველას აინტერესებდა მისი სხეულის მომრგვალებული ნაწილების ნახვა, მაგრამ, სწორედ მაშინ, როცა ბოლომდე უნდა გაეხადა, თითქოს თავში რაღაც გადაუტრიალდა, ჩაიცვა და საღამო დატოვა,“ – ყვებიან თვითმხილველები.