კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უიღბლო ქურდები

ამერიკაში, კერძოდ კი ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპეში, ორმა ჯეელმა ქალისთვის ხელჩანთის წართმევა მოისურვა. ქალი სუპერმარკეტიდან გამოდიოდა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ სუპერმარკეტში დაუნახავთ მძარცველებს, რომ მას ბევრი ნაღდი ფული ჰქონდა. ჰოდა, მძარცველები ქალთან მივიდნენ და ჯაჯგური დაუწყეს, მის გვერდით მდგარ შავკანიან მამაკაცს კი ყურადღება არ მიაქციეს. პრინციპში, როცა ასეთ რამეს აპირებ და ვიღაც სამოცკილოიანი კაცი დგას, შესაძლოა, მართლა არ შეხედო, მაგრამ თუ ეს კაცი ნეიტ კემპბელია, მაშინ უნდა მოერიდო. კემპბელი მსუბუქ წონაში კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია და ორ მძარცველსაც ისეთი მუშტიკრივი გაუმართა, თქვენი მოწონებული.

როცა ადგილზე პოლიცია მივიდა, ორივე მძარცველი მიწაზე იყო გართხმული, კემპბელი კი დასჭყიოდა, ადექით, კიდევ ვიჩხუბოთო.

скачать dle 11.3