გაიწმინდეთ ორგანიზმი ტოქსინებისა და ნალექებისგან
თუ ორგანიზმი არ არის გაწმენდილი ტოქსინებისა და ნალექებისგან, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით.
დაგროვილი ტოქსინებისა და ნალექებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური საშუალება არსებობს:
* ძილის წინ, ყოველ საღამოს, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სუფრის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით.
* დაიცავით დიეტა ერთი კვირის განმავლობაში. მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული, უცხიმო, მსუბუქი ბოსტნეულის სუპები, ხილი, წვენები, ბალახის ჩაი, მინერალური წყლები.
* კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე მოუწყვეთ ორგანიზმს და მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები. სასურველია, ამ დროს უპირატესობა გოგრის წვენს მიანიჭოთ.
* შეიძინეთ აფთიაქში მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ჩაის სახით მიირთვით.
* ყოველ დილით დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც ლიმონის წვენს, ორ კოვზ ვაშლის ძმარს და ერთ კოვზ თაფლს გაურევთ.