კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრაზანა აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ებრძვის სანაღვლე გზების ფუნქციის დარღვევებს


კრაზანა შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას და აქვს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება. ყველაზე აქტიური ნაერთებია ფლავონოიდები, რომლებიც ხსნის სპაზმებს სანაღვლე გზებიდან, ნაწლავებიდან, სისხლძარღვებიდან და შარდ-სასქესო, კერძოდ, შარდსადინარების გლუვი კუნთებიდან. ფლავონოიდები აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ეწინააღმდეგება შეგუბებით პროცესებს ნაღვლის ბუშტში და ამგვარად იცავს ორგანიზმს კენჭების წარმოქმნისგან.

ფლავონოიდები ასევე, ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებით ფუნქციას.

კრაზანა ხსნის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილარების სპაზმს, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს სისხლით მომარაგებას, აძლიერებს შარდვას, იწვევს შარდსაწვეთების კედლის მოდუნებას და ამაღლებს თირკმლის ფილტრაციის დონეს.

კრაზანას ახასიათებს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. ეს მცენარე ზრდის კუჭის სეკრეციას.

კრაზანის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებების დროს. მის ნაყენს პირში სავლებად იყენებენ ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს, კომპრესების სახით კი ინფიცირებული, სისხლმდენი ჭრილობები უნდა დაიმუშაოთ.

კრაზანა ზრდის ადამიანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. ამიტომ, ის გამოიყენება კანის თეთრი ლაქების სამკურნალოდ.

კრაზანით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევების, ჰეპატიტების, ნაღვლის შეგუბების, ნაღვლის ბუშტის ანთების, ნაღველკენჭოვანი დაავადებების საწყისი სიმპტომების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს.

ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: მომინანქრებულ ჭურჭელში აურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე.


скачать dle 11.3