კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭამეთ ბევრი პომიდორი, ისპანახი, სტაფილო და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე


სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამოკლებს მოწევა, ალკოჰოლი, უზომო სმა-ჭამა, უმოძრაობა და ასე შემდეგ.

თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაიცავთ, დიდხანს იცოცხლებთ და თან დაავადებებსაც აარიდებთ თავს. ამიტომ გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები:

* მეტი იმოძრავეთ, სიარული დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად მარტივი საშუალებაა;

* მოერიდეთ სტრესს და არ იწუწუნოთ ხშირად;

* კარგად გამოიძინეთ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ. უძილობის თავიდან ასაცილებლად დაწოლამდე რამდენიმე ხნით ადრე, თბილი რძე მიირთვით და წყნარ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ. კარგია დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნებაც;

* ხშირად გაიღიმეთ. ხშირად იხუმრეთ საკუთარ თავზე, რომ ასე ჯანსაღი ცხოვრების წესს შეეჩვიოთ;

* იკვებეთ სწორად. ყოველთვის მიირთვით მშვიდ გარემოში. საუზმეს ნუ გამოტოვებთ. ის კონცენტრაციის ერთადერთი მასტიმულირებელი საშუალებაა. ჭამეთ სალათები, თევზი. მოხარშული ან შემწვარი პროდუქტი აუცილებლად უმ პროდუქტს შეუხამეთ. მაგალითად, ასი გრამი ხორცი და ოთხასი გრამი ქორფა სალათა. შაქარი თაფლით შეცვალეთ: ენერგიის ეს შესანიშნავი წყარო ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ნუ შეჭამთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ საჭმელს, რადგან ეს კუჭისა და კბილებისთვის მავნებელია;

* მხოლოდ მაშინ ჭამეთ, როცა შიმშილს იგრძნობთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. როცა კუჭში დისკომფორტს იგრძნობთ, არ ჭამოთ. უმჯობესია, მინერალური წყალი დალიოთ. კვირაში ერთ დღეს კი მხოლოდ წყალი სვით. ის ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ;

* უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მაგალითად, ასეთებია: პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო, ნიორი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი, მოცვი და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3