კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯვარი – ქრისტიანობის სიმბოლო თუ იარაღი ეშმაკის დასამარცხებლად


„სასწაულები და ხილვები“

ქალაქ ანტიოქიაში, სირიაში, ცხოვრობდა ქალწული, სახელად იუსტინა (მესამე საუკუნე). მისი მშობლები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მიაღწია თუ არა იუსტინამ ზრდასრულ ასაკს, მიიღო ქრისტიანობა, გააქრისტიანა მშობლებიც.

ხედავდა რა იუსტინას, კაცთა მოდგმის მტერს შეშურდა მისი სათნოება და მოუვლინა სხვადასხვა განსაცდელი და მწუხარება.

იმხანად ანტიოქიაში ცხოვრობდა ჭაბუკი, სახელად აგლაიდი, მდიდარი და სახელოვანი ოჯახის შვილი, რომელიც სიცოცხლეს სიამოვნებასა და ამქვეყნიურ ამაოებაში ატარებდა. ერთხელ მან დაინახა ეკლესიაში მიმავალი იუსტინა, ეშმაკის ჩაგონებით, მოიხიბლა მისი სილამაზით და გაუჩნდა უწმინდური აზრი.

იგი ქალწულს ყველგან უთვალთვალებდა, ცდილობდა მის მოხიბვლას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ცოლობა სთხოვა, მაგრამ ამ თხოვნაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ძალით დაუფლებოდა მას და ცოდვისკენ მიედრიკა, მაგრამ, როცა არც ეს გამოუვიდა, ჯადოქრობას მიმართა.

ანტიოქიაში ცხოვრობდა გამოჩენილი მოგვი და გრძნეული – კვიპრიანე, რომელმაც ყმაწვილობიდანვე მიჰყიდა სული ეშმაკს და მის ბნელ ძალას. აი, მას სთხოვა დახმარება თავის ბინძურ საქმეში. კვიპრიანემ მოუსმინა ჭაბუკს, დაამშვიდა და აღუთქვა, რომ მის სურვილს აღასრულებდა. მან იუსტინასთან გაგზავნა ერთი უწმინდური სული, რათა მისი გული აენთო ბინძური წადილით.

ღამით, როცა ქალწული ლოცულობდა, უეცრად სხეულში იგრძნო ბოროტი ჟინი, მაგრამ იუსტინა ამას არ დაემორჩილა, პირიქით, საჭურველად გამოიყენა ჯვრის ნიში, ღმერთს მიმართა მხურვალე ლოცვით და გააწბილა მტერი.

დაბრუნდა ეშმაკი კვიპრიანესთან და უთხრა, რომ ვერაფერს გახდა.

კვიპრიანემ ახლა ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი მოიხმო. მან დედაკაცის გარეგნობა მიიღო, მივიდა იუსტინასთან და ათასგვარი პირფერული და სასიყვარულო სიტყვებით ცდილობდა, დაეყოლიებინა ყმაწვილკაცთან ცოდვის ჩადენაზე. ქალწულმა თვალთმაქცური სიტყვებით შეიცნო ცბიერი, მაცდუნებელი ეშმაკი და შემწეობისთვის ჯვარს მიმართა – გადაიწერა პირჯვარი და ეშმაკი გაქრა.

ნირწამხდარი დაბრუნდა ეშმაკთა მთავარი კვიპრიანესთან, რომელიც უმალ მიხვდა მის წარუმატებელ მცდელობას: „მითხარი, რა იარაღით გიწევდათ იგი წინააღმდეგობას და რანაირად ამარცხებდა თქვენს მტკიცე ძალას?“

უფლის ძალამ აიძულა ეშმაკი, ეღიარებინა: „ვერ ვუსწორებთ თვალს ჯვრის ნიშას, გავურბივართ მას. იგი ცეცხლივით გვწვავს და შორს გვდევნის“.

გაუწყრა კვიპრიანე ეშმაკს, შეარცხვინა, და ჩხუბი დაუწყო: „ეს არის თქვენი ძალა? – სუსტი ქალწულიც გჯობნით!“ გადაწყვიტა, თავად წასულიყო იუსტინასთან. თავიდან დედაკაცის სახე მიიღო, შემდეგ – ფრინველის, მაგრამ, მიუახლოვდებოდა თუ არა ქალწულის სახლის კარს, მისი ჯადოქრობა ქრებოდა და ისიც დამწუხრებული ბრუნდებოდა შინ.

შურისძიების მიზნით, მან სნეულება მოუვლინა იუსტინას და მისი ოჯახის წევრებს, მაგრამ აქაც დამარცხდა.

როცა დარწმუნდა, რომ ჯვრის ნიშასა და ქრისტეს სახელს ვერაფრით სძლევდა, კვიპრიანე გონს მოეგო და ეშმაკს უთხრა: „ყველას დამღუპველო და მაცდუნებელო, ჭურჭელო ყოველგვარი უწმინდურობისა და სიბინძურისა, აწ შევიტყვე შენი უძლურება. თუ ახლა გეშინია ჯვრის ლანდისაც კი და კანკალებ ქრისტეს სახელის გაგონებაზე, რას იზამ, როცა თვითონ ქრისტე შეგებრძოლება?

ახლა გავიგე, რომ არარაობა ხარ, არაფრის მაქნისი და არც ძალა გაქვს სამაგიეროს გადახდისა. განვედ, წყეულო, განვედ!

ისღა დამრჩენია, ქრისტიანებს ვთხოვო შეწყალება, მივიდე ღვთისმოსავებთან, რათა გადამარჩინონ და იზრუნონ ჩემი ხსნისთვის. წადი, წადი, ურჯულოვ, მტერო ჭეშმარიტებისა, წინააღმდგომო და მოძულევ ყოველივე კეთილისა!“

ეს სიტყვები რომ მოისმინა, ეშმაკი გაქანდა კვიპრიანესკენ, რათა მოეკლა. კვიპრიანემ, რაკი მშველელი არავინ ჰყავდა, ვერ ახერხებდა თავის დაცვას და გამძვინვარებული ავსულის ხელიდან დახსნას, ცოცხალ-მკვდარმა გაიხსენა ჯვრის ნიშა და შესთხოვა: „იუსტინას ღმერთო, მიშველე!“ შემდეგ შემართა ხელი და პირჯვარი გადაისახა. იმავე წამს ეშმაკი, როგორც ისარი, ასხლტა მისგან.

კვიპრიანემ დაისვენა და მხნეობა მოიკრიბა, მოუხმო ქრისტეს, გადაისახა პირჯვარი და მტკიცედ აღუდგა წინ ეშმაკს, რომელმაც ვერ გაბედა, მიახლოებოდა კვიპრიანეს და რისხვით უპასუხა: „ქრისტე ვერ გიხსნის ჩემი ხელიდან!“ – შემდეგ ლომივით დაიღრიალა და გაქრა.

კვიპრიანე მალე გაქრისტიანდა, გახდა ეპისკოპოსი და იუსტინასთან ერთად აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით.


скачать dle 11.3