კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომის დაშვების უფლება აქვს ადამიანს და რისთვის უვლენს მას ღმერთი სხვადასხვა სნეულებებს


„მადლი“, სულხან-საბას მიხედვით, არის „რომელმან არცა ნაცვლისგებისთვის, არც შიშისთვის, არცა სიყვარულისთვის კეთილს და ქველსა საქმე ქმნას“. მადლი, რომელიც ღვთის განსაკუთრებულ წყალობას აღნიშნავს, ადამიანებს ებოძება ღვთაებრივი განგებულებით. წმიდა მამების განმარტებით, ავადმყოფობა ადამიანის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალებაა და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ავადმყოფის სულიერი მნიშვნელობის ამოსაცნობად. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):


– ისტორიიდან ცნობილია, რომ ქრისტიანულ თეოლოგიაში ეს ცნება იმთავითვე დაუკავშირდა პრედესტინაციის თეორიას, რომლის მიხედვითაც სამყაროს ყველა მოვლენა, ადამიანის ჩათვლით, განსაზღვრული არის ღმერთის თავისუფალი ნებით. ამიტომ, მადლი აღნიშნავს ადამიანში ღმერთიდან მომდინარე რელიგიურ სიცოცხლეს, ღმერთისგან ნაწყალობევ საჩუქარს, როგორც ამას იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს „შჯული მოსესგან მიეცა (კაცობრიობას), ხოლო მადლი და ჭეშმარიტება – ქრისტეს მიერ იყო (იოანე 1,17). მადლი ადამიანს ეხმარება ცოდვის დაძლევასა და ხსნაში. მადლის ცნება ამ გაგებით მომდინარეობს პავლე მოციქულისგან, რომლის მიხედვითაც, ყველა სიკეთე ადამიანში მხოლოდ ღვთის შეწევნით არის გამოწვეული, რადგან თვითონ ადამიანი თავისი ბუნებით ცოდვილი და ეგოისტური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი.

– თითოეული ადამიანი ინდივიდი, პიროვნებაა და როგორ ითავსებს ის ღვთის მადლს? რა არის ამ შემთხვევაში მთავარი: ღვთაებრივი მადლი თუ პიროვნების ნება?

– ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავედ დაისვა მეხუთე საუკუნეში. ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრება მისი გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ცდაა. ავგუსტინემ თავისი თვალსაზრისი გამოკვეთილი სახით ჩამოაყალიბა ბერ პელაგიოსთან პაექრობაში, რომელიც ასწავლიდა, რომ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სიწმიდესა და ხსნას საკუთარი ძალებითაც – ღვთაებრივი მადლის აუცილებელი დახმარების გარეშე პირველი ადამიანი უცოდველი გამოვიდა ღვთის ხელიდან. ცოდვა შემთხვევითი მოვლენაა და ადამიანის ბუნება შეცდომის შედეგადაც ისეთივე დარჩა, როგორიც იყო ის შეცოდებამდე. ამიტომ შთამომავლობა ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო ადამი შეცოდებამდე. მათ შეუძლიათ შესცოდონ და შეუძლიათ, არ შესცოდონ. ყველაფერი მათ პირად ნებაზეა დამოკიდებულიო, – ამტკიცებდა პელაგიოსი. ნეტარ ავგუსტინეს კი აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება: ღმერთს, როგორც აბსოლუტურ სრულყოფილებას, შეუძლია უნდოდეს მხოლოდ სიკეთე, რადგან ის არის ყველაფრის საწყისი და შემქმნელი. ამიტომ, მისგანვე მომდინარეობს ადამიანური სიწმიდე და სიკეთე – ის, რაც შეიძლება ღმერთს სურდეს. მაშასადამე, ადამიანი უნდა იყოს სიკეთისადმი, ღვთაებისადმი მიმართული ღვთაებრივი განგების ძალით. სწორედ ეს „უნდა“ არის ის აუცილებლობა, რასაც ნამდვილი თავისუფლება შეიძლება ეწოდოს. შესაბამისად, ადამიანის ნება მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ის შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავსაც მისით წარმართავს. ხსნა, ცხონება ერთეულ ადამიანებს ეძლევა ღვთის დახმარებით და ეს დახმარება არის მადლი. ღვთიური მადლი ჯერ განაწყობს ადამიანს სინანულისკენ, სინანული აღვიძებს ღვთაებრივი დახმარების საჭიროებას ცნობიერებაში და ეს არის ამ საფეხურზე მოსამზადებელი, წინასწარი მადლი. მეორე საფეხურზე მადლი თავისი მოქმედებით ადამიანში აღვიძებს ქრისტეს სიყვარულს და ის ამით ურთიერთობას ამყარებს ქრისტესთან. მისი მეშვეობით კი მას შეენდობა ცოდვები და იძენს სიკეთის ძალას. ეს მოქმედი მადლია. მხოლოდ ახლა შეუძლია ადამიანს წარმართოს თავისი თავი სიკეთისკენ. ადამი ახლაც მოქმედებს ადამიანში, ამიტომ მას სჭირდება დამხმარე მადლი, რომელიც ადამიანს აძლევს უნარს, ცოდვასთან განუწყვეტლივ ბრძოლაში ყოველთვის კეთილის მხარეს იდგეს. ბოლოს ადამიანი მთლიანად განიმსჭვალება ღვთაებრივი ნებით და მას აღარ შეუძლია, უნდოდეს რამე ისეთი, რაც არ ნებავს უფალს. ეს არის ნამდვილი თავისუფლება, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება.

– მამაო, ვისზე გადმოდის მადლი?

– ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის რჩეულზე გადმოდის მადლი, იმისგან დამოუკიდებლად, იმსახურებს თუ არა ის ამას. ავგუსტინეს შემდეგ აღარასდროს შეწყვეტილა კამათი მადლისა და პიროვნების თავისუფლების გარშემო, როგორც თეოლოგიაში, ასევე ფილოსოფიაში. მაგრამ ეკლესიამ მთლიანად არც ავგუსტინეს თვალსაზრისი მიიღო. მადლის მართლმადიდებლური გაგებისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაცხოვრის ცნობილ იგავს, რომლის მიხედვითაც, მადლი ეწყალობება ყველას, მაგრამ მადლმოსილი გახდება „ქვეყანა კეთილი“, ის გული, რომელმან სიტყვა იგი ისმინა და გულისხმაჰყო, რომელმან მიიღო ნაყოფი“.

– მამაო, ხშირად გამიგონია, რომ ავადმყოფობა ადამიანს სულიერ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

– წმიდა მამები ხშირად ადევნებენ თვალს იმ უღრმეს სულიერ გრძნობებს, ავადმყოფობის სხვადასხვა სტადიაზე რომ განიცდის ადამიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება რამდენიმე მომენტის გამოყოფა: ავადმყოფობა საბედისწერო სიტუაციაა. უფალი ავადმყოფობას ყოველთვის თავისი განგებულების აღსრულების იარაღად იყენებს: 1. დასასჯელად, 2. გამოსასწორებლად, 3. ცოდვის თავიდან ასაცილებლად, 4. გამოსაცდელად და სხვა. ზოგიერთი ავადმყოფობა თუმცა ცოდვასთან პირდაპირ კავშირში არ არის, იმისთვის გვევლინება, რომ „გაცხადდნენ საქმენი ღვთისა“. ან მაშინ, როცა „ესე სნეულება არ არის სასიკვდინე, არამედ დიდებისთვის ღმერთისა, რათა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან. ღმერთი ადამიანს უგზავნის სნეულებას, რადგან თუკი ის დრტვინავს და ჰმადლობს უფალს, უმაღლესი დიდების ღირსი ხდება და ასკეტ მეუდაბნოეს ემსგავსება. ავადმყოფის საშუალებით გადარჩენა და სულიერი სრულყოფილების მიღწევა, მხოლოდ ავადმყოფს კი არა, მის მომვლელსაც შეუძლია. ორივე ქრისტიანი – ავადმყოფი და მომვლელიც ერთ ჯილდოს მიიღებენ. ამბა დოროთე ამბობს, რომ ავადმყოფი უფრო არგებს ექიმს, ვიდრე ექიმი – ავადმყოფს.

– როგორ წარმოიშობა ღვთის მიერ დაშვებული სნეულებები?

– ღვთის მიერ დაშვებული სნეულებანი ან ბუნებრივ მიზეზთა სახით წარმოიშობა, ან წმიდა ანგელოზების მოქმედების შედეგად. სიძაბუნე, უძლურება, ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება უნდა გავიგოთ, როგორც ღვთისკენ მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული და მოთმინება ამ ცოდვათა განსაწმენდელად, რომლითაც ადამიანი მოწამის გვირგვინს მოიხვეჭს. სულიერი ღვაწლი, ლოცვა, მარხვა, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა მოითხოვს სნეულების გადატანას, ტანჯვის შეძლებისდაგვარად დათმენას. აი, რას წერს მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი: „ავადმყოფობის დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ადამიანური ცხოვრება ჰგავს ყვავილს, რომელიც გაფურჩქვნისთანავე ჭკნება და ღრუბლებს, რომელიც იფანტება და კვალს არ ტოვებს, რომ ჩვენი სხეული მინდვრის ბალახივით ხმება, რომ ყველაზე ჯანსაღი ადამიანის ცხოვრებაც ერთი ამოსუნთქვაა, რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად ის მოკლდება და პულსის ცემა, ისევე, როგორც საათის წიკწიკი, ადამიანს უკანასკნელ წუთებს აახლოებს მაშინ, როცა ის ფიქრობს, რომ იმ წუთებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა“.


скачать dle 11.3