კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მის-თიკას არა მის-ტიკური გამოჩენა ქართულ შოუ-ბიზნესში


„არ ენდ ბის“ სტილის ახალი შემსრულებელი მის-თიკა ქართულ შოუ-ბიზნესში საკმაოდ აქტიურად იწყებს დამკვიდრებას – ძალიან ბევრს მუშაობს, მღერის იმ სტილში, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ და შესაბამისად, ძალიან მალე მიაღწევს წარმატებას. მისი სიმღერები ქართულ რადიოსივრცეში საკმაოდ პოპულარულია და „რიქვესთებშიც“ ხშირად ითხოვენ. თუმცა, მომღერლის კლიპებმა მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა. პირველი ვიდეო, სიმღერაზე – „მე არ ვემორჩილები წესებს“, ბევრი ადრენალინითა და ექსტრემით, „პირველ სტერეოზე“ აქტიურად ტრიალებდა. მეორე კლიპის ნახვა კი, რომელიც სავსეა ეროტიკული ეპიზოდებით, მადის აღმძვრელი ლოგინის სცენებით, უკვე „მიუზიკბოქსის“ ეთერით შეგიძლიათ, ნახოთ. კლიპი ინგლისურენოვან სიმღერაზეა გადაღებული. „ლავ იუს“ მის-თიკა ჯგუფ „გოლდასტთან“ დუეტში მღერის. რამდენიმე ეპიზოდი მის-თიკას პირადი ცხოვრებიდან – ის თბილისში დაიბადა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი საბერძნეთში გაატარა, სადაც სხვა სტილში მღეროდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მალე გათხოვდა. 22 წლის „არ ენდ ბის“ შემსრულებელს უკვე ორი შვილი ჰყავს, თუმცა, როგორც ჩანს, მეუღლე მას გვერდში უდგას და ყველანაირად უგებს. ამის მტკიცება კლიპის ნახვის შემდეგ უკითხავად არის შესაძლებელი.


скачать dle 11.3