ლალი დანილიუკის გამოფენა “თიბისი„ გალერეაში
„თიბისიში“ ათ ივნისს ლალი დანილიუკის გამოფენა გაიხსნა. ლალი ფართო საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს „ჯეობარიდან“, სადაც ის მონაწილეობდა. თუმცა, ახლა ის აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა. ლალიმ ულამაზესი ნახატები გამოფინა, რომელმაც ისე დააინტერესა ფართო საზოგადოება, რომ გამოფენა, რომელიც 15 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, კიდევ ერთ კვირას გასტანს. ლალის ვულოცავთ წარმატებულ გამოფენას და უფრო სერიოზულ წინსვლას ვუსურვებთ.