დუტა სხირტლაძე ინგა გრიგოლიას ფილმში იღებს
ფილმი, რომლის გადაღებებიც ივნისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სექტემბრისთვის გადაიდო, უკვე იწვევს საზოგადოების ყურადღებას, რადგან მასში, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ინგა გრიგოლიაც მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი კი, დუტა სხირტლაძის სპექტაკლით დაიწყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ახლა დუტას რეჟისორობითა და მისი კომპანიის „დუტა პროდაქშენის“ პროდიუსერობითა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარით, ვნახავთ ფილმს „სულიკო“. ეს არის კომედიური მელოდრამა, სავსე ძალიან სასაცილო და სევდიანი ეპიზოდებით. სწორედ ინგა გრიგოლიას მიერ გადაღებული სიუჟეტიდან იწყება ფილმში მთავარი აურზაური. გადაღებული მასალის დამონტაჟების დროს, სადაც ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის ამბავს ყვებიან, მასალაში გამოჩნდება გარდაცვლილი არჩილ სოლოღაშვილის სული. ამის გამო კი დიდი ამბავი ატყდება, რომლის განვითარებას უკვე ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ვნახავთ.