კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ აივ-ინფიცირებული ქალბატონი გააუპატიურა


2010 წელი დიდი ასოებით ჩაიწერება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში – წელს, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატს აფრიკის კონტინენტი მასპინძლობს. ჩემპიონატის დღეებში მსოფლიოს მასმედიაში ყველაზე აქტუალური სწორედ ეს აფრიკული ქვეყანაა და დღევანდელი რუბრიკის გმირი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ზულუსების ტომის შთამომავალი – ჯეიკობ ზუმა გახლავთ. შემოგთავაზებთ მასზე გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ცნობებს.

* ჯეიკობ ზუმა 1942 წელს პოლიციელის ოჯახში დაიბადა. მამამისი მრავალცოლიანი იყო. ის ადრე გარდაიცვალა და ჯეიკობიც დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ატარებდა, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა. ჯეიკობსს არანაირი განათლება არ მიუღია და 15 წლიდან სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობით ირჩენდა თავს. 1959 წელს იგი სამხრეთ აფრიკაში აკრძალულ აფრიკის ნაციონალურ კონგრესში გაწევრიანდა, რომელიც შავკანიანების უფლებებისთვის იბრძოდა. 21 წლის ასაკში ზუმა აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლის გამო დააპატიმრეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. ისიც იმ ცნობილ „რობენ აილენდის“ ციხეში ჩასვეს, სადაც უკვე იხდიდა სასჯელს ნელსონ მანდელა. ციხეში ზუმამ მანდელას დახმარებით სწავლა-განათლებას მიჰყო ხელი და ლიტერატურის კითხვა დაიწყო. ჯეიკობის თქმით, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი აპარტეიდთან მებრძოლმა ცნობილმა ნელსონ მანდელამ შეასრულა. საინტერესოა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჯეიკობ ზუმა სამხედრო მომზადების კურსს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადიოდა.

* ჯეიკობ ზუმა სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მრავალცოლიანობის მომხრეა. ზულუსების ტომის ადათ-წესის მიხედვით ზუმას 8 ცოლი ჰყავდა, მათ შორის 5 ოფიციალური. პირველად ზუმა 1973 წელს, ციხიდან გათავისუფლებისთანავე დაქორწინდა ჰერტრუდა ჰუალოზე. მეორედ ჯეიკობი კეიტ ზუმაზე დაქორწინდა, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა. ზუმას მესამე ცოლი ნკოსაზანე დლამინი-ზუმა იყო, რომელიც ერთი ხანობა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრია. ზუმას მეოთხე ოფიციალური მეუღლე ნომპუმელელო ნტული გახდა, რომელზეც მან 2007 წელს იქორწინა. უკანასკნელად ზუმა 2010 წლის 4 იანვარს ტობეკო მადიბიზე დაქორწინდა და ოფიციალურად არის ცნობილი, რომ ზუმას ამ ქორწინებებიდან 18 შვილი ჰყავს, ხოლო არაოფიციალური შვილების რაოდენობა დღემდე უცნობია.

* ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ახალ სექსუალურ სკანდალში გაეხვია. ამჯერად მისგან შვილის აღიარება 39 წლის სონონა ხოზამ მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი ზუმას ახლო მეგობრისა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის შვილია. სონონას თქმით, ზუმამ ის აიძულა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა, რის შემდეგაც 2009 წლის ოქტომბერში ვაჟი შეეძინა. ჯეიკობ ზუმამ აღიარა, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა ამ ქალბატონთან და შვილს საკუთარი გვარი მისცა.

* სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ქალიშვილი, 24 წლის გუგულეტუ ზუმა სამხრეთ აფრიკულ მრავალსერიან „საპნის ოპერაში“ მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვიეს. გუგულეტუს კეიპტაუნის თეატრალური სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სასურველ ახალგაზრდა მსახიობად ითვლება სამხრეთ აფრიკაში. აღსანიშნავია, რომ გუგულეტუ უარყოფს თავის კარიერულ წინსვლასთან მამისა და დედის კავშირს, შეგახსენებთ, რომ ქალიშვილის დედა ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრია.

* 1999 წელს სამხრეთ აფრიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტაბო მბეკიმ ჯეიკობ ზუმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნა. თუმცა, 2005 წელს სკანდალურად დაითხოვა იქიდან. აღმოჩნდა, რომ ზუმა კორუფციულ გარიგებებში იყო შემჩნეული. კერძოდ, იგი ხელმძღვანელობდა 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ყიდვის მოლაპარაკებებს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი უკვალოდ გაუჩინარდა და მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტის საბანკო ანგარიშზე ამოტივტივდა. 2007 წელს სასამართლომ ზუმას მოუხსნა ეს ბრალდება და მან წარმატებულად იყარა კენჭი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

* ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის პერიოდში ჯეიკობ ზუმამ ჟურნალისტებსა და კარიკატურისტებს სასამართლოში უჩივლა. საქმე ისაა, რომ 2009 წლის დასაწყისში ჯეიკობ ზუმას აივ-ინფიცირებული ქალბატონის გაუპატიურება ედებოდა ბრალად. სამხრეთ აფრიკულმა პრესამ აიტაცა ეს თემა და პრეზიდენტობის კანდიდატის გაშარჟება დაიწყო. კერძოდ, ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა კარიკატურისტმა ჯონათან შაპირომ ნახატების სერია მიუძღვნა ზუმას ბრალდებას. მოგვიანებით, ზუმას ბრალდება მოუხსნეს, თუმცა კარიკატურისტზე შურისძიების მიზნით, მან სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 მილიონი ადგილობრივი ვალუტა – რანდი მოითხოვა.

* აფრიკის ნაციონალური კონგრესის ლიდერმა ჯეიკობ ზუმამ უარი განაცხადა კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან მაიკ ტაისონთან სადილზე, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს ქალის გაუპატიურებისთვის სასჯელი ჰქონდა მოხდილი და მსგავსი კატეგორიის ადამიანებთან მაღალი რანგის პოლიტიკოსი არ უნდა სადილობდეს. ამბობენ, თავად ზუმას დიდი სურვილი ჰქონდა ტაისონთან ერთად ესადილა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საქველმოქმედო ტურნეზე იმყოფებოდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის ფემინისტურმა ორგანიზაციამ One in Nine Compaign, რომელიც ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობს, ქვეყნის ლიდერს სადილზე დასწრება გადააფიქრებინა.

* სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ აივ-ინფექციასთან მებრძოლი ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით, შიდსზე აიღო ანალიზები და შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ზუმა არაერთხელ იყო ბრალდებული შიდსით დაავადებულ ქალბატონთან სექსუალური კავშირის გამო, თუმცა, ბრალდებას დღემდე არ წარუდგენია ამის დამამტკიცებელი საბუთები. ჯეიკობ ზუმას ეკუთვნის შოკის მომგვრელი ფრაზა, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეინტერვიუში განაცხადა – „შიდსისგან განბანვა შხაპით შეიძლება“. ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ, რომ არასერიოზულად უდგება შიდსთან ბრძოლის საქმეს. ცნობისთვის, გაეროს 2009 წლის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე მოსახლეობის 20 პროცენტი ანუ 5,5 მილიონი ადამიანი აივ-ინფიცირებულია.

* სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ ზუმას ბრალს სდებენ, რომ საბიუჯეტო თანხებს საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფისთვის ხარჯავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ზუმას მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად, 2,1 მილიონი დოლარი უჯდება, რაც ადგილობრივ ვალუტაში 15 მილიონამდე რანდს შეადგენს. ეს თანხა ორმაგად აჭარბებს სამხრეთ აფრიკის წინა პრეზიდენტის ტაბო მბეკის გაწეულ საოჯახო ხარჯებს. საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკული კანონმდებლობით, შვილი 27 წლამდე მშობელზეა დამოკიდებული მატერიალურად და იოლი გამოსაცნობია, თუ რამდენი უჯდება ზუმას შვილების შენახვა, როცა მათი ზუსტი რაოდენობა, შეიძლება თავადაც არ იცოდეს.


скачать dle 11.3