კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ცხოვრობს მოსკოვში აჩი ფურცელაძე და რატომ ამბობს ის უარს მამობაზე



მომღერალი აჩი ფურცელაძე უკვე კარგა ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს, კარგადაც მოეწყო, კარგი სამსახურიც აქვს და საყვარელ ქალშიც გაუმართლა. ის მოსკოვის ერთ-ერთ ცნობილ კლუბ „ოპერაში“ ხმის რეჟისორია, თან მღერის, თან რუსულ ბომონდში ტრიალებს და თავს უცხო მხარეში ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. რატომ არ ჩქარობს აჩი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონებას, როგორი დამოკიდებულება აქვს მას 9 წლის შვილობილ ოლგასთან და რატომ ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, ამაზე თავად გვესაუბრება.



აჩი ფურცელაძე: უკვე რამდენიმე წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და ვმუშაობ და, მინდა გითხრათ, თავს მშვენივრად ვგრძნობ: ჩემი საქმეც მაქვს, ბევრი მეგობარიც შევიძინე, ელიტარულ წრეშიც ვტრიალებ და საყვარელი ადამიანის გვერდითაც ვცხოვრობ.

– კლუბ „ოპერაში“ მუშაობ, რომელიც საკმაოდ ცნობილია მოსკოვში და იქ ბომონდისა და შოუ-ბიზნესის არაერთი გამოჩენილი ადამიანი მოდის. მათთან თუ მეგობრობ?

– ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს. ამ კლუბში ხმის რეჟისორი ვარ. მართალია, არაერთი ცნობილი ადამიანი მოდის სტუმრად და დროს მშვიდ, სასიამოვნო და მუსიკალურ გარემოში ატარებს. როგორი ცნობილი და პოპულარული კლუბიც არის, შესაბამისად, ასეთივე ცნობილი, პოპულარული, აქტუალური და მაჟორული სტუმრებიც ჰყავს. მე მათთან არა მარტო ნაცნობობა, არამედ მეგობრობაც მაკავშირებს. იგივე რუს მომღერლებთან, პოლიტიკოსებთან თუ ოლიმპიელ სპორტსმენებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. თბილისში სხვანაირად ხდება ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებთან ურთიერთობა, აქ კი – სულ სხვანაირად, ანუ, უფრო მარტივად და უბრალოდ.

– რას გულისხმობ მარტივ ურთიერთობაში?

– რას და, სულ ვამბობდი, ქართულ შოუ-ბიზნესში გამუდმებით არსებობდა „ბანაკობანა“, ვიღაცის მეგობრობა და ვიღაცის ფრთის ქვეშ ყოფნა. თუ ასე არ იყო, მაშინ არც მისაღები იყავი და ზემოდანაც გიყურებდნენ ვიღაც-ვიღაცეები. ეს არ მომწონდა, მე იმ წრეში ვტრიალებდი და ვიცი, რაც ხდებოდა. აქ კი სულ სხვანაირად არის. უფრო თავისუფლად მყარდება ურთიერთობა. დამიჯერეთ, რანაირი ცნობილი და როგორი კაშკაშა ვარსკვლავიც არ უნდა იყოს, ჩვენს კლუბში რომ შემოვა, არ არსებობს, არ გამიღიმოს, მომიკითხოს, მომეფეროს და წასვლის დროს არ დამემშვიდობოს. ძალიან უშუალოები არიან ურთიერთობაში. მეტი კომუნიკაბელურობა ახასიათებთ. „ვარსკვლავური სენით“ არ არიან დაავადებულები და არ გაგრძნობინებენ – შენ ჩემზე დაბალი დონე ხარ, მე შენზე აქტუალური ვარო. ბარიერი არ არსებობს. ერთხელ მკითხეს კიდეც, ასე მარტივად როგორ ახერხებ მათთან ასეთ ურთიერთობასო. მე კი ვუპასუხე, ჩემთვის ვარსკვლავებთან ურთიერთობა არ არის უცხო, თბილისშიც ამ წრეში ვტრიალებდი-მეთქი. რაც შეეხება მეგობრობას შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან, კარგი და ხოშიანი ურთიერთობა მაქვს დიმიტრი კალდუნთან, ჯიგრული – ლოლიტასთან, თბილი ურთიერთობა – „ტატუს“ ერთ-ერთ გოგონასთან, საქმიანი და პროფესიული – დიმა ბილანთან და ასე შემდეგ. ასევე, რუს სპორტსმენ გოგონებთან და პოლიტიკოსებთანაც ვმეგობრობ. დამიჯერეთ, ადამიანობა ყველგან ჭრის.

– ერთხელ მითხარი, რუსეთში ცხვირი მიქმნის პრობლემას, თორემ ქართველობა – არაო. ახლა რას მეტყვი?

– ახლაც იმავეს. ჩემს ცხვირს ვერც ერთ ეროვნებას ვერ მიაწერ კაცი, დაუმთავრებელი ცხვირის ფორმა არ აძლევთ იმის საბაბს, თქვან, კავკასიელიაო (იცინის). ამოუცნობი წარმოშობის ვარ ამის გამო. სულ ვამბობ, ჩემი ცხვირი, ჩემი სავიზიტო ბარათია-მეთქი. ანუ, ერთხელ რომ მნახავს ადამიანი, მერე სადაც არ უნდა მნახოს, ჩემი ვერცნობა გაუჭირდება (იცინის). რომ ამბობენ, რუსებს და ქართველებს შორის მოსკოვში ურთიერთობა დაძაბულიაო, მე ამას ვერ ვგრძნობ, რადგან საბუთებიც წესრიგში მაქვს და არც დამახასიათებელი კავკასიური აქცენტით ვლაპარაკობ. ერთი სიტყვით, ამ მხრივ, პრობლემა არ მექმნება.

– გოგონებთან თუ ჭრის ეს შენი არაკავკასიური კილო და, როგორც თავად ამბობ, დაუმთავრებელი ცხვირის ფორმა?

– ეს ყველაფერი გოგონებთან ურთიერთობაშიც, გარკვეულწილად, მიწყობს ხელს. თუმცა ამ შემთხვევაში მეგობრობას ვგულისხმობ და არა ფლირტაობას. მარჯვნივ და მარცხნივ ფლირტაობები გოგონებთან კარგა ხანია, შევწყვიტე. აქ, ასე ვთქვათ, ჩემი პატარა ოჯახი მაქვს და თავს მშვიდად ვგრძნობ. ჩემი საყვარელი ქალი, ლენკა, ანუ იგივე ელენე, როგორც მე მას ვეძახი, მეუბნება, მამაკაცის ხიბლი და კაცობა არა ცხვირით და ზოგადად გარეგნობით გამოიხატება, არამედ ურთიერთობით და კაცობითო და მართალიცაა. კაცი რომ ლამაზი არ უნდა იყოს, ეს ფაქტია, შრამიც უნდა ჰქონდეს და უხეში ნაკვთებიც. სილამაზე მაინც ქალის პრეროგატივაა. უფრო მთავარი კი, კიდევ ვამბობ, ადამიანურობა და ურთიერთგაგებაა. ლენკას უკრაინული, პოლონური და რუსული სისხლი აქვს, რაც მის განსაკუთრებულ თვისებებს უფრო გამოკვეთს. მას 9 წლის გოგონა, ოლგა, იგივე ოლია ჰყავს, რომელსაც შვილივით ვზრდი და არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. „აჩის“ მეძახის და არანაირი მოთხოვნილება არ მაქვს, მამა დამიძახოს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

– აჩი, რატომ არ ჩქარობთ ურთიერთობის დაკანონებას?

– აქ რომ ხელი მოვაწერო, საბუთები მჭირდება, რომელიც თბილისში უნდა გავამზადო და ჩამოვიტანო. თან, ლენასთან რუსეთში რომ მოვაწერო ხელი, უარი უნდა ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე – ოფიციალურად ასე ხდება. კერძოდ, როცა ხელს აწერ რუსეთის მოქალაქესთან, შესაბამისად, გამოდის ისე, რომ შენც ხდები რუსეთის მოქალაქე. მე ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, ოფიციალურად ვართ თუ არა მე და ელენე საქორწინო ურთიერთობაში რეგისტრირებული.

– ისე კარგად მოეწყვეთ რუსეთში, მგონი, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას აღარც კი გეგმავთ. თუ, ვცდები?

– როგორ ფიქრობ? მანდ რომ ჩამოვიდე, რა ვაკეთო? სანამ აქ წამოვიდოდი, სამსახურიც მქონდა თბილისში, სახელიც და პოპულარობაც, მაგრამ მაინც მომიწია ქვეყნისა და ოჯახის დატოვება და რუსეთში გადმოსახლება. რასაკვირველია, შემიძლია, თბილისში დავბრუნდე და ვიმუშაო, მაგრამ ახლა უფრო დიდი ოჯახი მაქვს და ვერ შევძლებ რჩენას. ადრე მე, დედა და ჩემი ძაღლი ვიყავით სახლში, ახლა კი ელენე და ოლგაც დაგვემატა და ამდენ ხალხს შენახვა ხომ გვინდა?! თორემ, როგორ არ მინდა ოლიას და ლენკას მანდ ჩამოყვანა და დედის გვერდით ცხოვრება! დედა ვერ იმუშავებს, ლენკამ კი ქართული არ იცის და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაუჭირდება სამსახურის დაწყება? მართალია, აქა-იქ ესმის ქართული, მაგრამ ეს არ კმარა, მარტო გაქცეულ ქართველს ხომ არ მოაბრუნებს? აქედან გამომდინარე, მირჩევნია, მოსკოვში ვიცხოვრო და თბილისში სტუმრად ჩამოვიდე ლენასთან და მის ქალიშვილთან ერთად. მოსკოვი დიდი ქალაქია, ცხოვრების მაღალი დონეა, უფრო მეტი შესაძლებლობებია და მეტი შანსები, რაღაც აკეთო. ასე რომ, დიდმა რუსეთმა პატარა ქართველი თბილად მიმიღო, გამიღო კარი და მე ამ შემოთავაზებასა და მასპინძლობაზე უარს ვერ ვიტყვი. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს, მშვენივრად ვგრძნობ თავს და უარი რატომ უნდა ვთქვა, ან უმადური რატომ უნდა ვიყო?

– თქვი, შვილობილი მყავსო. საკუთარი შვილის გაჩენას არ გეგმავთ შენ და ელენე?

– უკვე 30 წლის ვარ და დროა, ამაზე ფიქრი, პატარა ბიჭი ხომ აღარ ვარ? მაგრამ ჯერ მინდა, გარკვეული საფუძველი შევქმნა, მოვძლიერდე მატერიალურად და მერე ვიფიქრებ ბავშვის ყოლაზე. მთელი ცხოვრება ჩემით ვაწვები „რქებით“ ცხოვრებას. არც პრობლემები მაკლდა. სანამ ისეთი ცხოვრება არ მექნება და ისე მოწყობილი, როგორც მე მინდა, იმაზე ლაპარაკი, რომ ბავშვი მყავდეს, ჯერ ადრეა. თორემ, როგორ არ მინდა და როგორ არ ვფიქრობ საკუთარ შვილზე! მე იმას არ ვამბობ, მილიონერი უნდა გავხდე და მერე მინდა მამობა-მეთქი, მაგრამ სურვილები, თუნდაც ელემენტარული, ხომ უნდა ავუსრულო ბავშვს? ბოლოს და ბოლოს, პამპერსი და ჭამა ხომ უნდა?! (იცინის).



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3