კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკოწიწებული


ერთი თხილის გული თერთმეტმა ძმამ გაიყოო

მართალია, მაშინ „ალიანსის“, ახლა მხოლოდღა „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ქ-ნი თინა ხიდაშელი, გვაიმედებდა, რომ თბილისის საკრებულოში გამოჩენისთანავე ცეცხლს ააგიზგიზებდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ პირველმა სხდომამ მის გარეშე ჩაიარა (ქ-ნი ხიდაშელი სამშობლოში არ იმყოფებოდა). 50-დეპუტატიანმა საკრებულომ თავმჯდომარე უკვე აირჩია, რა თქმა უნდა, ისევ ბ-ნი ზაალ სამადაშვილი (ვითომ რატომ ვერ აირჩევდა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 39 დეპუტატი ჰყავს?!). ამის მიუხედავადაც, ჩვენმა ელმედიამ გაგვახარა, რომ დედაქალაქის საკრებულოში, სავარაუდოდ, ოთხი ფრაქცია იქნებაო (ალბათ, იმ იმედით, რომ მაყურებელი 50-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლებაში მოიკოჭლებს, რადგან მათი გონება ახალ ქართველ განმანათლებელ მამებს არ გაუნათლებიათ). ფრაქციას ვამბობთ, თორემ, რეალურად, ოპოზიციონერი დეპუტატები მხოლოდ თერთმეტნი არიან, ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად კი მხოლოდ სამია საკმარისი (დაახლოებით ასე: „სამნი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასაო“). რაკი „ქრისტიან-დემოკრატები“ სწორედ სამნი არიან, ფრაქცია უმტკივნეულოდ შეიქმნა. აი, დანარჩენ შემთხვევაში კი საქმე ცოტა უფრო რთულადაა, რადგან „მრეწველი“ ბ-ნი ტყემალაძე ეულადაა წარმოდგენილი, „ეროვნული საბჭოდან“ კი მხოლოდ ორად-ორია (ბ-ნების ძიძიგურისა და დავითაშვილის სახით). მართალია, ყოფილი „ალიანსელები“ ხუთეულს ქმნიან, მაგრამ, რაკი იგი დაიშალა, საკითხავიც აი, ის არის, შეაკოწიწებენ თუ არა საფრაქციო სამეულს. უკვე ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობის“ 39-ეულს ბ-ნი ხაჩირაშვილი უხელმძღვანელებს და უნდა აღინიშნოს, რომ მან უკვე გამოგვიმზეურა საკუთარი ენერგეტიკა: უმრავლესობაში ვართ და ჩვენ გადავწყვეტთ, რას ვიზამთო (აშკარაა ქ-ნი ნადირაძის გავლენა!), თუმცა, დასძინა, დემოკრატიაც იქნებაო. მეორე მხრივ, ამაში ეჭვი არც ერთი წუთით არ შეგვპარვია, როგორც არც იმაში, რომ, მართალია, ქ-ნმა ნადირაძემ აქტიური პოლიტიკა დატოვა, მაგრამ საქმენი მისი უკვდავია!

ერთი სიტყვით, მაშ, გაუმარჯოს ქართულ დემოკრატიას, როდესაც ყველა დონის არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია იგებს აბსოლუტური უმრავლესობით!

და, რაკი სიტყვამ მოიტანა – „იმ ორაგულსაც, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს…“


скачать dle 11.3