კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

RUSSION DREAM


დიმიტრი მედვედევმა გასულ კვირას რუს საზოგადოებას ამბიციური განაცხადი გააცნო: თურმე, რუსეთი მთელი სამყაროსთვის ქვეყანა-ოცნებად უნდა იქცეს (სავარაუდო ლოგიკით, თუკი „ამერიკული ოცნება“ არსებობს, ვითომ „რუსული ოცნება“ რატომ ვერ უნდა შედგესო). სწორედ ასეთი ყოფილა მის მიერ გატარებული მოდერნიზაციული პოლიტიკის მიზანი. სიტყვასიტყვით მოგახსენებთ ციტატას: „რუსეთი უნდა გახდეს მომხიბვლელი ქვეყანა, რომლისკენაც უნდა მოისწრაფოდნენ ადამიანები მთელი სამყაროდან თავიანთი ოცნებების განსახორციელებლად; წარმატებისთვის უკეთესი შესაძლებლობებისა და თვითრეალიზაციისთვის, რასაც რუსეთი მისცემს ყველას, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ეს გამოწვევა, მზად არიან, შეიყვარონ რუსეთი, როგორც თავიანთი ახალი ან მეორე სახლი“. ამის მიღწევას რფ-ის პრეზიდენტი უახლოეს ათწლეულებში აპირებს. თანაც დასძენს, რომ მოდერნიზაციის ნათელი და დიადი მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია „გონივრული პოლიტიკა“. მანამდე კი, მოსკოვის ხელისუფლებამ მოამზადა კანონთა კრებული ჩამოსულთათვის, რომელშიც ზედმიწევნით სკურპულოზურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რფ-ის დედაქალაქის სტუმრები. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ მოსკოვის ქუჩებში აიკრძალება ცხვრის დაკვლა, სახლების აივნებზე მწვადის შეწვა (აი, ის კი აღარ უთქვამთ, რა ბედი ელის ბორშჩის მოხარშვასა და ოდეკოლონის სმას). ამასთან, მოსკოვის მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა ილაპარაკონ რუსულად და არ გაბედონ ქუჩებში ნაციონალური ტანსაცმლით გამოჩენა (წუნს ვერ დაუდებ „რუსულ ოცნებას“).

მოსკოვის მერიის თანამშრომელი განმარტავს, რომ ქალაქ მოსკოვის ცხოვრების წესი საუკუნეების განმავლობაში რუსულ კულტურასა და ტრადიციას (ესე იგი, ბორშჩი და ოდეკოლონი ისევ მოსულა) ეფუძნებოდა, ამიტომაც, ჩამოსულებმა ამას ანგარიში უნდა გაუწიონ.

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ რფ-ს პრეზიდენტისა და მოსკოვის მერიის მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხოლო, რაკი რფ-ის „გონივრული პოლიტიკა“ ჯერჯერობით რეალურად მხოლოდ მერიის აი, იმ ქცევის ზემომოყვანილი წესებით გამოიხატება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ისევ ის „ნემიტაია როსიაა, სტრანა რაბოვ, სტრანა გოსპოდ“ და ასეთად კიდევ კარგა ხანს დარჩება.


скачать dle 11.3