კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშვილიშვილო


„ვითა სიზმარი ღამისა“

მართალია, ეს არჩევნებიც გასრულდა, ვითა სიზმარი ღამისაო, თუმცა პრეზიდენტი დაუღალავად საუბრობს უკვე მიღწეულ და აწი მისაღწევ წარმატებებზე. ერთი შეხედვით, ეს აქტივობა გასაკვირია (რადგან „ნაცმოძრაობას“ თავი – ქუდში, სრულიად საქართველოს მასშტაბით კი – 60 „სჩემტო“ პროცენტი აქვს), ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი შეხედვითაა გასაკვირი, რადგან, როგორც ქართული საარჩევნო სფეროს გურუმ (არ შემეშინდება ამ სიტყვის გამოყენება), ბ-ნმა მიხეილ მაჭავარიანმა ბრძანა, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში გამარჯვების მეორე დღესვე იწყებაო.

შესაბამისად, ამ თუ სხვა მიზეზით, საპარლამენტო უმრავლესობასთან ბათუმურ შეხვედრაზე (რომელსაც, მოარული ხმებით, უკვე ამ კვირას არაუმრავლესობაც უნდა შეუერთდეს, რათა ერთად მოწყვიტონ აღმშენებლობის ნაყოფი) არაერთი უკვე დაწყებული და დამთავრებული პროექტიც გაიხსენეს. მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს – ბათუმში, ხოლო პარლამენტის – ქუთაისში გადატანა, რასაც ქვეყნის პირველმა პირმა „საშვილიშვილო საქმე“ უწოდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიას ისე უჭირს, როგორც არასდროს (ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში), შესაძლოა, ეს საქმეები მართლაც საშვილიშვილოა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვილიშვილები გვეყოლება.

მეორე მხრივ, შვილიშვილებს მხოლოდ ბათუმში – საკონსტიტუციო სასამართლოს, ქუთაისში – პარლამენტს, თბილისში კი ესტაკადას არ ვუტოვებთ, მათი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად, პრეზიდენტმა მოგვიწოდა: „მარტო ინგლისური კი არ უნდა ვისწავლოთ, ჩინურიც უნდა ვისწავლოთ, ასევე, თურქულიც. ფრანგული არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსული არ უნდა დაგვავიწყდეს (მაქვს ინიციატივა, ჩინური ჯერ ჩვენმა მინისტრებმა ისწავლონ).“

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს სამშობლოში ჩინელები უხვად არიან, ზედაც ჩვენი გამრავლების ტემპს დავუმატებთ და ჩინელების გამრავლების ტემპზე გავამრავლებთ, შესაძლოა, ჩვენმა შვილიშვილებმა ჩინური, საერთოდაც, დაბადებიდანვე იცოდნენ.


скачать dle 11.3