კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძაღლის ბედი


ანუ, ოთხფეხათა სასტუმრო

გერმანიაში არცთუ დიდი ხნის წინათ ძაღლების სასტუმრო გაიხსნა, სახელწოდებით: PAW HOTEL (ოთხფეხთა სასტუმრო). ამ ნოვაციამ ძაღლების პატრონები იმდენად აღაფრთოვანა, რომ სასტუმროს მფლობელებს ქსელის გაფართოებაც აფიქრებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებული სასტუმროები ოთხფეხა კლიენტებს (უფრო ზუსტად, მათ პატრონებს) ხუთვარსკვლავიან სერვისს სთავაზობენ, ეს უკანასკნელი კი გულისხმობს: თეატრს ძაღლებისთვის, შეზლონგს და ინდივიდუალურ ნომრებს კლასიკური მუსიკალური გაფორმებით.

ამას გარდა, სასტუმროს მომსახურებაში შედის ოთხფეხა კლიენტის სახლიდან სასტუმრომდე ავტობუსით მიყვანა (პატრონის სურვილისამებრ). თუმცა, ევროპელი ძაღლების ევროპული ცხოვრება მხოლოდ ამით არ ამოიწურება: ჩეხური ტურისტული სააგენტო TOY TRAVELING ძაღლების ევროპელ პატრონებს მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის პრაღაში გასეირნებას სთავაზობს. მომსახურებაში შედის ოთხფეხა კლიენტისთვის სურათების გადაღება, რა თქმა უნდა, პრაღის ღირსშესანიშნაობების ფონზე. ყველაზე ძვირად ღირებული ტურპაკეტი მოიცავს მოგზაურობისას ბალიშსა და ფუმფულა გადასაფარებელს, რომ ოთხფეხამ თავი განსაკუთრებულად კომფორტულად იგრძნოს და მოგზაურობამ არ გადაღალოს.

ბუნებრივია, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუკი ევროპელი ძაღლები ბედნიერად და ლაღად გალევენ თავიანთ არცთუ ხანგრძლივ წუთისოფელს, იმის მიუხედავადაც, რომ ზოგი საქართველოს მოქალაქედ ვიბადებით, ზოგიც – ევროპელის ძაღლად.


скачать dle 11.3