კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელგაშლილები


840 მილიონი აშშ დოლარის კვალდაკვალ

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აი, სულ მალე, რფ-ის პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი, შესაძლოა, ცხინვალს ეწვიოს, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად ვლადიმირ პუტინის დავალებით. რუსეთის ემისრის მოვალეობაა, გაარკვიოს, როგორ იხარჯება რფ-ის ფედერალური ბიუჯეტის თანხები. მეტიც, შუვალოვი ეულად არ იქნება, მას კვალში გენპროკურატურაც ჩაუდგება. ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტის მიზანია, დაადგინოს რა ბედი ეწია რფ-ის ფედერალური ბიუჯეტის მიერ ამ სახელად ჩვენი ცხინვალის რეგიონისა და სახრავად მათი „იუჟნაია ოსეტიასთვის“ გადარიცხულ 21,7 მილიარდ რუბლს.

საერთაშორისო არასამთავრობო საექსპერტო ცენტრის, ICG-ის მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული, რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალისთვის 840 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ცენტრის დასკვნით, იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს (ბუნებრივია, იქიდან გამოძევებული ქართველების გამოკლებით), 28 000 აშშ დოლარი უნდა რგებოდა. თუმცა ამ თანხისა არც იქ დარჩენილებს ეტყობათ და თანხის კვალს ჯერჯერობით ვერც ეკონომიკაში (?!) მიაგნეს და ვერც სოფლის მეურნეობაში. სავარაუდოდ, ვერც მიაგნებენ. ჰოდა, რაკი ვერც მიაგნებენ, გამოდის, რომ რფ-სთვის (ჩვენი უნიათობით თუ ამის გარეშე) ედუარდ-ჯაყოს ეს ჩვენი შიდა ქართლის ჩრდილოეთი მილიარდამდე აშშ დოლარად მიურთმევია.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დანარჩენმა საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან 4,5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო (საიდანაც ნახევარი – პროცენტიანი ვალია), უნდა ვივარაუდოთ, რომ რფ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასავლეთზე ხელგაშლილად მოქცეულა.


скачать dle 11.3