კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ექინოკოკოზი და ალვეოკოკოზი ცხოველს და რა შემთხვევაში შეიძლება, შევადაროთ ის ავთვისებიან სიმსივნეს


ექინოკოკოზი და ალვეოკოკოზი არის ძაღლის, კატისა და სხვა ხორცის მჭამელ ცხოველთა დაავადება. ისინი არა მხოლოდ ცხოველისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ადამიანებიც უნდა ვერიდოთ. ამისთვის საჭიროა ყურადღებით ვიყოთ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე, ჩვენი ოთხფეხის ჯანმრთელობა. რა სახით არის ამის გაკეთება შესაძლებელი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

– ექინოკოკოზი და ალვეოკოკოზი ის დაავადებებია, რომლებზეც ზედაპირულად ხშირად საუბრობენ, მაგრამ მათი საშიშროების შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ ამ დაავადების შესახებ?

– ექინოკოკოზი და ალვეოკოკოზი არის ძაღლის, კატისა და სხვა ხორცის მჭამელ ცხოველთა დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰელმინთებით და ცესტოდებით, მათი ზრდასრული ფორმა პარაზიტობს ხორცის მჭამელი ცხოველების მსხვილ ნაწლავებში. მისი განვითარების ბუშტუკოვანი სტადია ბინადრობს შუალედური მასპინძლის (რომელიც შეიძლება იყოს სხვა ძუძუმწოვრებისა და მათ შორის ადამიანის) პარენქიმულ ორგანოებში. დაავადების აღმძვრელია ლენტისებრი ჰელმინთია, რომლის ზომა 2-6 მილიმეტრია, შედგება 3-4 ნაწილაკისგან. მათი თავის ნაწილი შეიარაღებულია ორ რიგად განლაგებული კაუჭებით, რომლებიც ექინოკოკებს 36-40 ცალი აქვთ, ხოლო ალვეოკოკებს – 28-32. მწიფე ნაწილაკში განლაგებულია საშვილოსნო, რომელიც ამოვსებულია კვერცხებით.

– ორგანიზმში რა გზით ხვდებიან?

– ორგანიზმში საკვებთან და წყალთან ერთად ხვდებიან, ხოლო საბოლოო მასპინძელი ავადდება შუალედური მასპინძლის ხორცისა და პარენქიმული ორგანოების ჭამით, რომელიც დაინვაზირებულია ექინოკოკის ბუშტუკოვანი ფორმით.

– რა დრო სჭირდება მისი ზრდასრული ფორმის ჩამოყალიბებას?

– მსხვილ ნაწლავებში მისი ზრდასრული ფორმის ჩამოყალიბებას ექინოკოკოზის დროს სჭირდება დაახლოებით – 68-97 დღე-ღამე, ხოლო ალვეოკოკოზის დროს – 32-52. მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა შეადგენს 5-7 თვეს. ადამიანი ავადდება ორივე ჰელმინთის ბუშტუკოვანი ფორმით, რის დროსაც ხშირია ლეტალური შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ ერთ ცხოველზე დაავადების ინტენსივობა 100 ათას ეგზემპლარს შეადგენს. ჰელმინთები მჭიდროდ ეკვრიან ნაწლავის კედელს, მექანიკურად აღიზიანებენ გარშემო ქსოვილებს, რაც იწვევს ნაწლავის ხაოების ატროფიას. ასევე იწვევენ მისი სეკრეტული და მოტორული ფუნქციის მოშლას, ავადმყოფი ხდება და უქვეითდება მადა. ანალური ხვრელის მიდამოში ახასიათებს ქავილი, მალე იღლება, აღენიშნება ანემია და ეოზინოფილია.

– ექინოკოკოზითა და ალვეოკოკოზით შუალედური მასპინძელი რის გამო ავადდება?

– ექინოკოკოზითა და ალვეოკოკოზით შუალედური მასპინძელი და ადამიანი ავადდება როგორც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას, ასევე, საკვებიდან და წყლიდან, რომელიც დაბინძურებულია პარაზიტის კვერცხებით.

– როგორც აღნიშნეთ, ამით, შესაძლოა, ადამიანიც დასნებოვნდეს. რა სიმპტომებით გამოიხატება ეს?

– ეს დამოკიდებულია ბუშტუკის ლოკალიზაციის ადგილზე და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დაავადება ბავშვებში იწვევს ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენას, ორგანიზმის ბრძოლისა და შრომის უნარის დაქვეითებას. ღვიძლში ლოკალიზაციის დროს ვითარდება ტკივილი, ასევე სიყვითლე, ღვიძლის გადიდება და ანემიები; ფილტვების დასნებოვნების დროს კი – სველი ხველა და ხუთვები. შეიძლება, ექინოკოკის ბუშტმა ტვინამდეც მიაღწიოს. პროცესი განსაკუთრებით მძიმედ მიდის ბავშვებში. ამ დროს შესაძლებელია, ბუშტის შიგთავსის შეწოვა, ხოლო გახეთქვის დროს იწვევს ინფექციურ შოკს. ფილტვებსა და თირკმელებში მოხვედრისას იგი შეიძლება შევადაროთ ავთვისებიან სიმსივნეს. მკურნალობა ამ დროს მხოლოდ ოპერაციულია და შედეგი ყოველთვის სასურველი არაა.

– როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დაავადება?

– აღნიშნული დაავადების თავიდან აცილების მიზნით, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს 3 თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ პროფილაქტიკის დეპერმოფიზია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის უმი ხორცით კვება. ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ცხოველთან კონტაქტის დროს ხელები რეგულარულად საპნით უნდა დაიბანოთ და მოერიდოთ გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის ჭამას.


скачать dle 11.3