კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: წელიწადის რა დროს და როგორ უნდა გავამრავლო კლემატისი?

პასუხი: ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია შემოდგომაზე. მისი გახარება ხდება კალმით ან თესლით, თქვენი სურვილისამებრ. როგორც კი მცენარეს დათესავთ, ის უნდა დადგათ ნათელ ადგილას, რომ კარგად ამოვიდეს. მორწყეთ რამდენიმე დღეში ერთხელ და კლემატისი მალე გაიხარებს.

კითხვა: როგორ და რა პირობებში გავახარო კროსანდრა?

პასუხი: ეს მცენარე გაზაფხულ-შემოდგომით ყვავილობს. მას სჭირდება კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. ჩარგვის დროს უნდა დაუმატოთ კომპლექსური სასუქი. კროსანდრას ძალიან უყვარს კარგად განათებული ადგილი. ამიტომ უმჯობესია, თუ მცენარეს ნათელ ოთახში დადგამთ. ფესვების კარგი განვითარებისთვის ის უნდა მორწყათ მაშინაც, როდესაც მიწა გამოშრება. ყვავილობის დროს უნდა დაიცვათ ჰაერის მაღალი ტენიანობა. ზამთრის პერიოდში ძალიან უნდა შეამციროთ მცენარის მორწყვა. რაც შეეხება ტემპერატურას, ოპტიმალურია 20 გრადუსი. ყვავილობის შემდეგ ტოტების სიგრძე დაამოკლეთ და ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ წყლით. მცენარის თესლის დათესვა ხდება მარტში, 16-18 გრადუსზე.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ჰელქსინია?

პასუხი: ეს მცენარე კარგად იზრდება ნახევრად მოჩრდილულ ადგილას და მზეზე. ოპტიმალური ტემპერატურა მისი ზრდისთვისა და განვითარებისთვის 13-20 გრადუსია. გააჩნია როგორი ტენიანობაა ოთახში. ზამთარში ვერ იტანს 5-7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას და იწყებს გაფუჭებას. მცენარის გახარებისთვის აუცილებელია ნიადაგში ტენის შენარჩუნება. რეგულარული მორწყვის შემთხვევაში მისთვის ნორმალური იქნება დაახლოებით, 16 გრადუსი ტემპერატურა.

კითხვა: როგორი პირობები მოსწონს პუანსეტიას და რით შეიძლება მისი გამრავლება?

პასუხი: პუანსეტიას უყვარს ნათელი, თბილი გარემო. ოთახში, სასურველია, ტემპერატურა იყოს 18-20 გრადუსი. დადგით ის დასავლეთის ფანჯარაზე. ყვავილობს დეკემბერში და ისვენებს აპრილში. ამ დროს არ არის საჭირო მისი მორწყვა. მაისში ღეროებს გადაჭრა დასჭირდება. გაზაფხულზე გაანოყიერეთ კომპლექსური ნაკელით. ამ მცენარის გამრავლება შეიძლება წვერებზე გადაჭრილი კალმებით მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. გადაჭრილი კალამი რამდენიმე წუთით უნდა ჩადოთ ცივ წყალში, შემდეგ ჩარგოთ ტორფითა და სილით მომზადებულ ნიადაგში. სხვა დამატებით ყურადღებას ეს მცენარე არ ითხოვს.

კითხვა: რას მირჩევთ, სად დავდგა სენეციო?

პასუხი: სენეციოს კაშკაშა სინათლე და მზეზე ყოფნა მოსწონს, თუმცა არ უყვარს ზაფხულის თაკარა მზე. კარგია, თუ საკიდ კალათში ჩადგამთ და რომელიმე განათებულ ადგილას ჩამოკიდებთ.


скачать dle 11.3