კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა სურვილები სრულდება


ახდება თუ არა თქვენი სანუკვარი ოცნება, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ ფიქრობთ იმაზე, რა იქნება იმის შემდეგ, როცა სურვილები და ოცნებები ახდება. არ დაელოდოთ ზღაპარს. შეიძლება, ზღაპრული უფლისწული მართლაც გამოჩნდეს, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება უპრობლემო და ია-ვარდით მოფენილი არ იქნება. ზღაპარი ზღაპარია, რეალური ცხოვრება კი – მისგან განსხვავებული. ამიტომ, ნუ მოითხოვთ ცხოვრებისა და ადამიანებისგან იმაზე მეტს, რისი მოცემაც მათ შეუძლიათ. თუ არ გინდათ, იმედები გაგიცრუვდეთ და გულგატეხილობა თქვენს თანამგზავრად იქცეს, შეეგუეთ იმ აზრს, რომ სურვილების ასრულების შემდეგ, ცხოვრება რადიკალურად არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, თავს ტრიუმფატორად იგრძნობთ, თქვენ ხომ გამარჯვება მოიპოვეთ. მიიღეთ ის, რაც გსურდათ, მაგრამ ყოფას იდეალურად ვერ აქცევთ. ჩვეულებრივ, ადამიანურ ყოველდღიურობას ისეთ ბრწყინვალებას ვერ შემატებთ, რომ თავი სხვა განზომილებაში იგრძნოთ.

მდიდარ, ყველაფრით უზრუნველყოფილ ადამიანებსაც აქვთ პრობლემები. ეს არის რეალობა. იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ, რაც ღმერთმა გიბოძათ და რითაც დაგაჯილდოვათ – სიხარულის განცდის უნარით. სიყვარული გინდოდათ და იპოვეთ ის, რომელიც თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანია? – მაშინ ნუღარ იწუწუნებთ იმაზე, რომ კვლავ ბევრი საქმე გაქვთ და ძალიან იღლებით. თქვენი სურვილი ასრულდა, მაგრამ საქმე და საფიქრალი ყოველთვის გექნებათ. ჩვენ მაინც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და დედამიწაზე ვცხოვრობთ, რომელიც საკმაოდ შორს არის იდეალურობისგან, მაგრამ ცხოვრების არსი და ინტერესიც სწორედ მის ნაკლოვანებებშია.


скачать dle 11.3