კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყვეს დათო ხუჯაძეს მანჰეტენ-ცენტრში და ვინ მიანიჭა მას აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ტიტული


მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას აღწევს და წარმატებული ხდება. მისი სიმღერები ჟღერს სხვადასხვა რადიოტალღებზე, ხოლო ვიდეოკლიპები სხვადასხვა ტელეარხების საშუალებით გადის. აქტიურად მუშაობს და ბევრ კონცერტსაც მართავს, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთაც. ცოტა ხნის წინ მას დავუკავშირდით და სიახლეების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც ყოველთვის, მას ამჯერადაც ბევრი სიახლე ჰქონდა, რაც უდავოდ დასაფასებელია. მართალია, ჯერჯერობით ვერ ახერხებს სამშობლოში ჩამოსვლას, მაგრამ, ალბათ, თავის მსმენელს მაინც გაანებივრებს ახალ-ახალი სიმღერებითა და ვიდეოკლიპებით.


– დათო, როგორც შევიტყვეთ, ცოტა ხნის წინ ამერიკაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიე. იქ შენ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ტიტული მოგანიჭეს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?

– ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო და ბუნებრივია სასიხარულო, როცა ამერიკიდან დაგვირეკეს. ჩავედით ნიუ-იორკში. მანჰეტენ-ცენტრში ჩატარდა გალაკონცერტი, სადაც ჩემს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ არაში და ალაბინა. გალაკონცერტზე გავიგე, რომ ამ ნომინაციაში მე გავიმარჯვე და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ტიტული მომანიჭეს. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო ფაქტი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამდენი წლის შრომა და მოღვაწეობა დამიფასდა, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ჩემი მსმენელისაც, რადგან მათ გარეშე, არც ეს ნომინაცია იქნებოდა ჩემი.

– რუსულ შოუ-ბიზნესში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდები. როგორ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ კარგი მომღერალი ხარ, ამაში სწორი მარკეტინგული გათვლაც გეხმარება?

– ბუნებრივია. გათვლა ყველაფერს სჭირდება. შოუ-ბიზნესი, სახელწოდებიდან გამომდინარე, ორ სფეროს მოიცავს, ეს არის სანახაობა და ბიზნესი. ორივეს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, რაც საკმაოდ კარგად გვაქვს აწყობილი მე და ჩემს პროდიუსერს, გელა გოგოხიას. მაგალითად, ჩემს ფუნქციებში შედის მხატვრული მხარე, ხოლო გელას ფუნქციაა ბიზნესი, ხალხთან შეხვედრები, მოლაპარაკებები და ბევრი სხვა რამ ისე, რომ მხატვრული მხარე არ დაზიანდეს.

– ხშირად მოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნებში მღერი. ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში მოეწონათ დათო ხუჯაძე?

– ამაზე არც ვფიქრობ და არც ხალხის რეაქციას ვაკვირდები, რომ მერე ერთმანეთს შევადარო. მე, უბრალოდ, ვმუშაობ სცენაზე. მსმენელისთვის, ბოლომდე ვიხარჯები და თუ სადმე ნაკლები ტაში დამიკრეს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მსმენელი პასიურია.

– შენი სიმღერები ბევრ რადიოში ჟღერს და ჰიტ-ათეულებში ლიდერ პოზიციებს იკავებს. მაინც რომელმა სიმღერამ გაგხადა, შენი აზრით, პოპულარული მომღერალი?

– გააჩნია, რომელ ქვეყანას და მსმენელის რომელ კატეგორიას გულისხმობთ. ვფიქრობ, რომელიმე კონკრეტულ სიმღერას ჩემთვის პოპულარობა არ მოუტანია. სხვადასხვა წრეში იმ სიმღერებმა გამხადა პოპულარული, რომლებსაც მე ვაკეთებ და ვწერ. მიხარია ისიც, რომ პოპულარული მხოლოდ კონკრეტულად რომელიმე წრეში არ ვარ. მუსიკოსისთვის ეს მთავარია.

– იმისთვის რომ პოპულარული გახდე, შემდეგ კი შეინარჩუნო პოპულარობა, შენი აზრით, რა არის საჭირო?

– შრომა და ისევ შრომა.

– მარკეტინგული თვალსაზრისით, დღეს დამწყები მომღერლის გასაფიარებლად მინიმუმ, რა თანხაა რუსულ შოუ-ბიზნესში საჭირო?

– ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხშირ შემთხვევაში, ყველგან სხვადასხვა თანხებია.

– შენ ამ მხრივ ალბათ სხვებზე მეტად გაგიმართლა. შენი წარმატების ფორმულა რა არის?

– სიმღერა და კარგი მარკეტინგი.

– რეპერტუარში ცვლილების შეტანას ხომ არ გეგმავ? თუ ისევ კლუბურ მუსიკაზე აკეთებ არჩევანს?

– კონკრეტულად ერთ რომელიმე სტილს არ ვანიჭებ უპირატესობას. ჩემს ახალ ალბომში აუცილებლად სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შევა.

– შენს შემოქმედებაში კიდევ ხომ არ არის სხვა სიახლე?

– მალე ჩემი ახალი ვიდეოკლიპი გამოვა, რომლის რეჟისორებიც ლევან ციკურიშვილი და კონსტანტინე ჩერებკოვი არიან. კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე გადავიღეთ და მაყურებელი ივნისში ნახავს.

– დათო, არასდროს საუბრობ შენს პირად ცხოვრებაზე, რატომ? შენს მსმენელს ეს თემაც ხომ ძალიან აინტერესებს?

– ვერ დაგეთანხმებით, ვფიქრობ, რომ ჩემს ნამდვილ მსმენელს დათო ხუჯაძის პირადი ცხოვრება კი არა, სიმღერა აინტერესებს.

– ზაფხულში სად გეგმავ კონცერტებს?

– როგორც ყოველთვის, ზაფხულში კონცერტების რაოდენობა ძალიან ბევრია. არც ეს ზაფხული იქნება გამონაკლისი, ამჟამად ველოდები შემოთავაზებას თურქეთიდან და ესპანეთიდან. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები რომ არ ჩავთვალო, ამ ორ ქვეყანაში, ჩემი ახალი სიმღერა Flashing Lights უკვე ორი თვეა, ჩარტებში პირველ ადგილზეა, შესაბამისად, ამ ქვეყნების პრომოუტერებისგან ინტერესიც დიდია.

– საქართველოში თუ გეგმავ ახლო მომავალში ჩამოსვლას?

– ჯერჯერობით ვერ ვახერხებ და არ ვიცი როდის ჩამოვალ. ამ ეტაპზე ახალი კლიპის გადაღებისთვის ვემზადები.

– კარგი, მაშინ შენს გეგმებზე გვითხარი რამე.

– მე და გელა გოგოხია (დათოს პროდიუსერი – ავტორი), ვპროდიუსერობთ მუსიკალურ არხს „ბრიდჟ ტევე.“ ახლა კი ვემზადებით ახალი მუსიკალური არხის გასახსნელად, რომელიც იმედია, ძალიან მალე დაიწყებს მაუწყებლობას.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ხალხს წარმატება და მშვიდობა ვუსურვო.


скачать dle 11.3