კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა რომანი ფილმის – „სექსი დიდ ქალაქში“ – ვარსკვლავს, კიმ კეტროლს და სერიალის რომელი მსახიობი აღიარებს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას


შორეულ 1998 წელს ამ ლეგენდარულმა ოთხეულმა მსოფლიოს ერთ დიდ ქალაქში სექსის ძიება დაიწყო და მათი ეს ავანტიურა დღესაც გრძელდება. ექვსი სეზონის განმავლობაში კერიმ, სამანტამ, შარლოტამ და მირანდამ ლიტრობით კოქტეილი „კოსმოპოლიტენი“ დალიეს და სხვადასხვა მარკის და დიზაინის ათასობით წყვილი ფეხსაცმელი შეიძინეს. მათი სასიყვარულო „ინტრიჟკების“, რომანებისა და „ერთი ღამის მამაკაცების“ რაოდენობის დათვლა კი პრაქტიკულად, შეუძლებელია. სერიალმა არსებობის განმავლობაში ექვსი „ემი“ და რვა „გლობუსის“ ჯილდო მიიღო, ტელეარხ HBO-ს მილიონობით დოლარის შემოსავალი მოუტანა და ვარსკვლავად აქცია არა მარტო მსახიობები, არამედ მწერალი კენდეს ბუშნელი, წიგნის ავტორი, რომლის მოტივებზეც შექმნეს სერიალი. 2008 წელს საზოგადოებამ სერიალის ეკრანული ვერსია იხილა, რომელიც უმალ გახდა კინოგაქირავების ლიდერი. ამ ფაქტმა კი პროდიუსერებს ფილმის გაგრძელების გადაღება აფიქრებინა და 2010 წლის ზაფხულის დასაწყისში „სექსი დიდ ქალაქში 2-ის“ პრემიერა შედგა მსოფლიოს კინოთეატრებში, მათ შორის თბილისშიც. ალბათ, შესაბამისი დროა, გავეცნოთ ფაქტებს და გავიგოთ თუ როგორ განსხვავდებიან კერის, სამანტას, შარლოტას და მირანდას როლის შემსრულებელი მსახიობები თავისი ეკრანული გმირებისგან.

სარა ჯესიკა პარკერი-კერი ბრედშოუ – ფილმის „სექსი დიდ ქალაქში“ მთავარი მოქმედი გმირის, კერის როლის შემსრულებელმა სარა ჯესიკა პარკერმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ექვსი წლის ასაკიდან ის სკოლის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას. სერიალამდე სარას ყველაზე დასამახსოვრებელი როლები დიდ კინოში იყო შესანიშნავი ალქაჯი ფილმში „ფოკუს-პოკუსი“ და ბრუტალური – ბრიუს უილისის მეგობარი გოგონა მძაფრსიუჟეტიან „ბოევიკში“ „დარტყმის სიშორეზე“. საინტერესოა, რომ იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც მას მხოლოდ ხეებისა და ძაღლების როლის შესრულებას სთავაზობდნენ თეატრსა და კინოში. თავისი გმირისგან განსხვავებით, სარას არ უყვარს წვეულებებზე სიარული და სახლში ბავშვებთან ყოფნას ამჯობინებს. იყო დრო, როდესაც მას რომანები ჰქონდა რობერტ დაუნი-უმცროსთან, ნიკოლას ქეიჯთან და უმცროს ჯონ კენედისთანაც კი. თუმცა, 1997 წელს სარა თავისი ოცნების მამაკაცს, მსახიობ მეთიუ ბროდერიკს შეხვდა, რომელთან ერთადაც დღემდე იდეალურად გრძნობს თავს. კაბებისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სიყვარული, ერთადერთია, რაშიც სარა ჯესიკა თავის გმირს ჰბაძავს. კერის პოპულარობის პატივსაცემად ბრენდმა „მანოლო ბლანიკმა“ გამოუშვა ფეხსაცმელების სერია, რომლებზეც სარას ინიციალებია დატანილი. გარდა ამისა, სარამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც კი გამოუშვა საკმაოდ დემოკრატიულ ფასებში.

კიმ კეტროლი-სამანტა ჯონსი – სერიალის ყველაზე ასაკოვანი და ამავე დროს ყველაზე სექსუალური მსახიობი. კიმ კეტროლმა თავისი სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სარა ჯესიკა პარკერი სკოლაში სწავლობდა. 1975 წელს გამოსულ სადებიუტო ფილმში მისი პარტნიორები აღიარებული ვარსკვლავები პიტერ ო’ტული და რიჩარდ ატენბორო იყვნენ. შემდგომში კიმმა კიდევ არაერთ ცნობილ ბლოკბასტერში ითამაშა. თუმცა, ნამდვილი პოპულარობა მას, რა თქმა უნდა, სერიალმა მოუტანა. უნდა აღინიშნოს რომ, კინოს გარდა, კიმი თეატრში, თავისი საყვარელი ანტონ ჩეხოვის პიესებში თამაშობს. სამანტასგან განსხვავებით, რომელიც ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, კიმი სამჯერ იყო გათხოვილი. მისი რჩეულები იყვნენ ნაკლებად ცნობილი, თუმცა ამერიკაში წარმატებული ადამიანები – ლარი დევისი, ანდრე ლისონი და მარკ ლევინსონი. 25 წლის ასაკში კიმს რომანი კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ პიერ ტიუდოსთანაც კი ჰქონდა. ბოლო პერიოდში ის თავისზე გაცილებით ახალგაზრდას, პროფესიით შეფ-მზარეულს, ალან უაიზს ხვდებოდა. თუმცა, წყვილი ახლახან დაშორდა. ექსტრავაგანტური და სექსუალური კიმი თამამად მონაწილეობს გულახდილ სარეკლამო რგოლებში. რაც შეეხება ტანსაცმელს, აქ ის თავისი გმირის მისწრაფებებს იზიარებს და თამამი გარდერობით იწონებს თავს საზოგადოებაში.

კრისტინ დევისი-შარლოტა იორკი – მისი დებიუტი ტელევიზიაში საკულტო სერიალ „მელროუზ პლეისში“ შედგა, შორეულ 80-იანებში. ერთ-ერთი პირველი როლი კი კრისტინმა სკოლის სცენაზე შეასრულა სპექტაკლში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. მსახიობობის გარდა კრისტინი ნამდვილი პროფესიონალია იოგას საკითხებში. 80-იანი წლების ბოლოს, მეგობრებთან ერთად, მას საკუთარი სტუდიაც კი ჰქონდა გახსნილი, სადაც იოგის გაკვეთილებს ატარებდა. თავისი გმირისგან განსხვავებით, კრისტინს პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან. ის „ანონიმურ ალკოჰოლისტთა“ კლუბის წევრიც კი იყო. თუმცა, მეგობრების დახმარებით, მან შეძლო ამ პრობლემის დაძლევა. იყო პერიოდი, როდესაც კრისტინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პატარძლად ითვლებოდა, მისი გულის მოგებას სხვადასხვა დროს – ალეკ ბოლდუინი, დევიდ დუჰოვნი, სტივ მარტინი, ჯეფ გოლდბლუმი, ლივ შრაიბერი და რეჟისორი ნიკ ლეონე ცდილობდნენ. ბოლო პერიოდია, მას ფოტოგრაფ ჯეიმს რასელის საზოგადოებაში ხედავენ. თავისი გმირის მსგავსად, ღია დეკოლტეების მოყვარულია და უყვარს ჩაცმის სტილის ხშირი ცვლა. ერთხანს კრისტინი კოსმეტიკური ბრენდის „მეიბელინის“ სახეც იყო.

სინტია ნიქსონი-მირანდა ჰობსი – მან სცენაზე გადადგა პირველი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში და 18 წლის ასაკში „ბროდვეის სასწაულის“ ტიტული მიენიჭა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მისი ყველაზე ცნობილი როლი ფილმამდე „სექსი დიდ ქალაქაში“ იყო 1994 წლის გახმაურებულ კომედიაში „გასეირნება ბავშვთან“, სადაც ძიძა გილბერტინას პერსონაჟი განასახიერა. აღსანიშნავია, რომ სინტია ბავშვობიდან მეგობრობს სარა ჯესიკა პარკერთან და ამ უკანასკნელის დაჟინებული თხოვნით, დათანმხდა სერიალში თამაშზე. 1988-2003 წლებში სინტია თავის თანაკლასელზე, დენი მოზესზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს. თუმცა, 2004 წელს სინტიამ რადიკალურად შეცვალა ცხოვრების სტილი და დღემდე ერთსქესიან, ლესბოსურ კავშირში ცხოვრობს კრისტინა მარინონისთან – არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მხარდამჭერი ორგანიზაციის აქტივისტთან. საინტერესოა, რომ თვითონ სინტიას. 2009 წელს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების დაცვისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიტო რუსომ“ სპეციალური ჯილდო გადასცა.

P.S. ფილმის შემქმნელების თქმით, თუკი „სექსი დიდ ქალაქში 2“ წინამორბედივით წარმატებული იქნება ფინანსურად, მაშინ სავსებით რეალურია, რომ სექსის მაძიებელი ქალბატონების ისტორია გაგრძელდეს.


скачать dle 11.3