კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2010 წლის 6 აპრილს, სამშაბათს, ღამის 2 საათსა და 15 წუთზე. გვაინტერესებს, მომავალში, რომელ პროფესიას დაეუფლოს, რომ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი შვილიშვილი ვერძია. მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება და ბიზნესი; მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, ენდოკრინოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირი; ასევე, პედაგოგიური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, სითხეების ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სამოდელო სფერო, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან ბიზნესი, სამეცნიერო საქმე, საკონდიტრო ბიზნესი ან ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი. ამ სფეროებში მას წარმატების შანსი გაცილებით დიდი აქვს მომავალში.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 4 ნოემბერს. რომელ ქვეყანაში მექნება წარმატება, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო, რომ წარმატებას მივაღწიო ამ ცხოვრებაში? როგორი იქნება ჩემთვის 2010 წელი ზოგადად?

პასუხი: თქვენ ზოდიაქოთი მორიელი ხართ. ეს წელი თქვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი იყო. ეცადეთ, იმოქმედოთ აქტიურად, რათა წარმატებებს მიაღწიოთ. თქვენი კარმული მისია უკავშირდება პატრიოტიზმს, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ცოდნას, მისი ტრადიციების დაცვას. უნდა დაასტაბილუროთ საოჯახო და სამეგობრო ურთიერთობები. თქვენი ძირითადი ადგილი სამშობლოა, თუმცა, უცხოეთში ძალების მოსინჯვა ღირს. უცხო ქვეყნებიდან თქვენთვის კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთიდან შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიიდან ვენეციის მხარე, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი; თუ წინაღობებსა და სირთულეებს გადალახავთ, ასევე მისაღებია: არგენტინა, ბირმა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია და გვატემალა. ოღონდ კიდევ ვამბობ, რომ თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება და უცხოეთში დროებით დაგროვილი კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში უნდა გამოიყენოთ.

კითხვა: დავიბადე 1960 წლის 9 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის დადებითი შტრიხები; იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი; საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სადაც საჭიროა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ კიდეც. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული მონაცემები, ამავე დროს, იყავით მაქსიმალისტი. იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის, დაასტაბილურეთ საოჯახო ურთიერთობები. ეს ყოველივე ბევრად განაპირობებს თქვენს წარმატებებს ცხოვრებაში. ასევე, პატივი ეცით იერარქიულ სისტემას და ყოველთვის გახსოვდეთ, ვინ არის უფროსი და ვინ უმცროსი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1992 წლის 19 აგვისტოს, 15 საათზე. რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას და რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი შვილი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, წარმოაჩინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, სადაც საჭიროა, გამოავლინოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება. ამავდროულად, იყოს ოპტიმისტი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური. ასევე დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, პრაქტიკულად გადაანაწილოს და ხარჯოს თანხები. დაიცვას სისუფთავე და წესრიგი, უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი, იმუშაოს ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ასევე, უნდა იყოს მიზანსწრაფული და მარტოხელა მებრძოლი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამით ის დადგება სწორ კოსმიურ ევოლუციურ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს. გაითვალისწინოს ისიც, რომ მისი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კავშირსაც. ამიტომ, აუცილებელია, დიდი დრო გაატაროს იქ და შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტერიტორიული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში წარმატებების შანსი მას ნამდვილად აქვს.


скачать dle 11.3