კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვარის რომელ ფაზაში ხედავთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს და როგორ გამოვდევნოთ ქვეცნობიერიდან კოშმარული ღამის ხილვა


სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრია, რომელსაც ვერ აცდებით. ის სინამდვილის ანარეკლია. სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვის ამოფრქვევაა. მატერიალისტების აზრით, სიზმარი არის ყოველდღიური ინფორმაციის გადამუშავების პროცესი. იდეალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ადამიანს რამდენიმე სხეული აქვს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს, მაგრამ მის გარდა, კიდევ არსებობს ექვსი სხეული. ამ ექვსიდან მესამეს ასტრალურ სხეულს უწოდებენ. ეს არის ენერგეტიკული სხეული. როგორც იდეალისტები ამბობენ, ეს ასტრალური სხეული ძილის პროცესში ტოვებს ფიზიკურ არსს, სეირნობს კოსმიურ სამყაროში და იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც შემოაქვს ადამიანის გონებაში.

სიზმრის ახსნის ხელოვნებას ონეიროკრიტია ჰქვია. სიზმრები იყოფა ორ ტიპად – ცარიელ და მნიშვნელოვან სიზმრებად.

ცარიელი სიზმარი ადამიანს არ ამახსოვრდება, მნიშვნელოვანი სიზმარი კი, თავის მხრივ, ორად იყოფა – რეალურ და სიმბოლურ სიზმრებად. აქედან, დიდი შანსია, სიმბოლური სიზმარი ადამიანს რეალურ ცხოვრებაში აუხდეს.

რეალური სიზმრები ხშირად მეორდება. ასეთმა სიზმარმა არ არის გამორიცხული, ადამიანი დათრგუნოს და ქვეცნობიერად დააკომპლექსოს კიდეც. რეალური სიზმრები ძალიან სახიფათოა და გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თუ გსურთ, ქვეცნობიერიდან გამოდევნოთ სიზმარი, გაღვიძებისთანავე გადაიტანეთ ის ფურცელზე და ამ დროს ის ქვეცნობიერს ტოვებს.

სხვათა შორის, სიზმრებს პირდაპირი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან. დააკვირდით და მიხვდებით, რომ კუჭის გადატვირთვა ყოველთვის ხელს უწყობს კოშმარულ სიზმრებს. დღის ამბების ღამით ხილვა, მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ, მდგრადობაზე. ამასვე მეტყველებს ვარსკვლავების ნახვა სიზმრად. კოშმარული სიზმრები გვაფრთხილებს ჯანმრთელობის შესუსტებაზე ან რომელიმე დაავადების განვითარებაზე. განსაკუთრებით საშიშია ამ მხრივ ის სიზმრები, რომლებიც მეორდება. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ცხოველი გკბენთ, ესე იგი, კბენის ადგილი არის დაავადების განვითარების რეალური ადგილმდებარეობა.

თუ სიზმარში ტკივილს გრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ გულისა და წნევის ცვალებადობას, რადგან ინსულტის დიდი საფრთხეა. სიმაღლიდან გადმოვარდნა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ფერად სიზმრებს, ისინი ხშირად წინასწარმეტყველია, ანუ ნათელხილვის მომასწავებელი.

ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ სიზმრებს თევზების, კირჩხიბის, მორიელის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხედავენ.

წინასწარმეტყველური სიზმრები ძირითადად სავსემთვარეობის დღეებში ესიზმრება ადამიანს, კერძოდ კი მაშინ, როცა მთვარე იმყოფება თევზების ან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.


скачать dle 11.3