კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიხსნათ სიყვარულში იღბალი და როდის ხდება სახლში დაკიდებული ნახატი ადამიანისთვის საშიში


მართლაც რომ საოცრებებით არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსე. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამე უცნაური ისტორია არ გადახდენია თავს, მაგრამ ყოველი მათგანი თავისებურად, ინდივიდუალურად მსჯელობს ამა თუ იმ სასწაულის შესახებ. ზოგს სჯერა ცრურწმენების, ზოგს კი არა, მაგრამ მაინც ყველა ფაქტს ყურადღებას აქცევენ და ფიქრობენ, რამემ არ შეუშალოს ხელი საქმეების წარმატებით წარმართვაში, პირად ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ბევრი ნაგავს არ ყრის მზის ჩასვლის შემდეგ, ზოგი ფულს არ გაასესხებს ორშაბათს და ხუთშაბათს. ზოგსაც შავი კატის ეშინია, გზას რომ გადაუჭრის. როგორც ქალბატონი ლიანა ამბობს, ოჯახის კეთილდღეობის, ადამიანებთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად, საქმეში და კარიერაში წარმატებისთვის, წვრილმან დეტალსაც კი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ და არ გამოგრჩეთ ის, რასაც შეუძლია, თქვენი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს.



ლიანა: სამწუხაროდ, ადამიანები ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ ირგვლივ, არც იმ ძველ ეზოთერულ წესებს აქცევენ ყურადღებას, რაც ჩვენს წინაპრებს წესად ჰქონდათ. სახლში დაგროვილი უარყოფითი ენერგია უდიდეს გავლენას ახდენს არა მარტო იქ მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ სტუმრად მისულებზეც კი. ამიტომ, გირჩევთ, არ დააბინძუროთ ბინა უარყოფითი ენერგიით. უფრო სწორად, არ შეუწყოთ ხელი საცხოვრებლის დაბინძურებას, რათა საკუთარ და ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ.

– რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ საცხოვრებელი მსგავსი რამისგან?

– მაგალითად, არ დაკიდოთ მიცვალებულის დიდი სურათები ბინაში, კედელზე დიდხანს. სხვათა შორის, თქვენთვის საყვარელი ბუნების პეიზაჟი ან ნატურმორტიც კი შესაძლოა, თქვენზე უარყოფითად მოქმედებდეს. სარკის მაგიურ თვისებებზე კი იმდენი ითქვა და დაიწერა, მგონი, ყველამ იცის, რომელ ადგილას არის მისი დაკიდება საშიში; რატომ არ უნდა შეინახოთ გატეხილი და გაბზარული და როგორ გაწმინდოთ ის. პირადად მე, წლების წინ, სარკემ ისეთ დღეში ჩამაგდო, კინაღამ ამქვეყნიდან წერილი წავიღე. ვერ გეტყვით, არაფერი ვიცოდი სარკის მაგიური თვისებების შესახებ-მეთქი, მაგრამ არ გავითვალისწინე ის, რაც წინაპრებისგან მსმენოდა და დავაშავე კიდეც. კიდევ კარგი, გონზე მოვედი და თავი დავიხსენი. მოკლედ, სარკეს შეუძლია ოჯახში დაგროვილი უარყოფითი ენერგია საკუთარ თავში ჩაკეტოს, ავი თვალი აიღოს, თვითრწმენა შეგვილახოს. თუ გაიბზარა ან გატყდა, ესე იგი, უარყოფითი ძალა მას მოერია და სარკემ „თავი მოიკლა“. სარკის ნატეხები, სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ გარეთ და სახლიდან შორს გადაყაროთ გამდინარე წყალში, ან მიწაში ღრმად ჩაფლათ. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, სარკემ თქვენზე იყაროს ჯავრი და მისი შურისძიება ძვირად დაგიჯდეთ. მაშინ შეყვარებული ვიყავი და ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემმა რჩეულმა პირველი ხელფასი რომ აიღო, ულამაზესი, თვლიან ბუდეში ჩასმული, პატარა, დასაკეცი სარკე მიყიდა, რომელსაც ჩანთით ვატარებდი. დაახლოებით, ხუთი თვე. ერთ დღესაც, ვნახე რომ სარკე გატეხილი იყო. კი ვიცოდი, რომ გატეხილი სარკე უნდა გადამეგდო, მაგრამ დამენანა, ვიფიქრე, ისეთი გულით მიყიდა და მომართვა, რა დაშავდება თუ მას ისევ ვატარებ ჩანთით, როგორც ჩვენი სიყვარულის თილისმას-მეთქი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, გავიდა რამდენიმე თვე, დავქორწინდით და ქორწილის დღეს ავარიაში მოვყევით. ჩემი ქმარი დაიღუპა, მე კი ძლივს გადამარჩინეს სიკვდილს. მაშინ სარკეზე არც კი დავფიქრებულვარ, ისეთი სტრესი მქონდა, ამაზე საფიქრალად მეცალა? მაგრამ, წლები რომ გავიდა და ჩავფიქრდი, მერე მივხვდი, რომ არ უნდა მეტარებინა გატეხილი სარკე ჩანთით, როგორც სიყვარულის თილისმა. ბევრი იტყვის, ეს დამთხვევააო, მაგრამ, მერწმუნეთ, ბევრს შურდა ჩვენი ურთიერთობის, ეტყობა მათგან წამოსული უარყოფითი ენერგია შეისრუტა სარკემ, გატყდა, მე კი ის არ მოვიშორე თავიდან და საკუთარ თავზე დავცადე მისი შურისძიება.

– თქვით, სურათებსაც შეუძლია ადამიანზე ზემოქმედების მოხდენაო. ეს როგორ ხდება?

– მერწმუნეთ, იმ სურათებს, რომლებიც უარყოფითი ენერგიით გაჯერებულ ბინაში ეკიდა, ძალიან საშიში აურა აქვს. თუ მას შეიძენთ ან მემკვიდრეობით გერგებათ და დაკიდებთ თქვენს საცხოვრებელში, მაშინ კარგს ნურაფერს ელით. ერთი ულამაზესი ნახატი შევიძნე ანტიკვარების მაღაზიაში, საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადე და ბინაში დავკიდე, მისაღებ ოთახს ძალიან მოუხდა. არ გავიდა რამდენიმე დღე და ვიგრძენი სიმძიმე ფეხებში, სისუსტე, მეწყებოდა თავის ტკივილი. ჯერ ვიფიქრე, ეს სიმპტომები დაღლის ბრალია-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამის მიზეზი ნაყიდი სურათი იყო. სურათი, როგორც აღმოჩნდა, მისი გარდაცვლილი, ყოფილი მფლობელის აურით იყო გაჟღენთილი. ჩამოვხსენი თუ არა მაშინვე ვიგრძენი შვება და იმ დღის შემდეგ მშვიდად ვგრძნობ თავს საკუთარ ბინაში. თბილისის ძველ უბანში ვცხოვრობდი, პირობების გაუმჯობესების მიზნით, ის ბინა გავყიდე და ვარკეთილში, კორპუსის ბინაში გადავედი საცხოვრებლად. ჩემს კარის მეზობლად ცხოვრობდა ნინა ბებო. ძალიან თბილი და საყვარელი ქალი იყო. კარგად ერკვეოდა ეზოთერიკაში. როგორც თავად მიამბო, მისი ოჯახი ყველა იმ წესს იცავდა, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა მათი ოჯახისთვის. ერთხელ დავჯექი და ჩემი ცხოვრება დაწვრილებით მოვუყევი. არ დამავიწყდება მისი თვალები. ცრემლებით აევსო და მითხრა, შვილო, შენი უბედურების მიზეზი თავად ყოფილხარ და სხვას ნურაფერს დააბრალებო.

– რას გულისხმობდა მეზობელი?

– იმას, რომ ძველების მიერ ნაცად წესებს არ ვიცავდი, მეგონა, ეს ცრურწმენები იყო და აზრი არ ჰქონდა რაიმე ამეკრძალა ამ მხრივ ჩემი თავისთვის. მისგან გავიგე, რომ თურმე, აუცილებელია, ყველა სახლში იდგას გამჭვირვალე ვაზა, რომელშიც მუდამ იქნება ჩაყრილი, ბრინჯი, შაქარი, ხურდა ფული და გამხმარი ვარდის ფურცლები. შაქარი – სიტკბოს, ბრინჯი – დოვლათს, ხურდა – სიმდიდრეს, ხოლო ვარდის ფურცელი სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. სწორედ, ნინა ბებოსგან ვისწავლე, რომ დილით აუცილებლად მარჯვენა ფეხი უნდა გადმოდგა საწოლიდან. სახლიდან თუ გავედი, რაღაც დამრჩა და შინ მობრუნება დამჭირდა, სანამ ისევ გადავაბიჯებ სახლის ზღურბლს, აუცილებლად სარკეში უნდა ჩავიხედო. თუ ხურდა ფული ვიპოვე დილით ქუჩაში არ უნდა ავიღო, საღამოს ნაპოვნი კი, პირიქით, უნდა ავიღო და საფულეში შევინახო, როგორც თილისმა. რაც შეეხება შავ კატას, თუ ის ქუჩაში გზას გადაგიჭრით, არადა მნიშვნელოვან საქმეზე ან შეხვედრაზე მიდიხართ, მარცხნივ სამჯერ გადააფურთხეთ და ფეხზე იბწკინეთ. ოღონდ, ისე არა რომ დაილურჯოთ (იცინის). მეგობარი მყავს და ეს მასაც გავანდე, იტალიურ ეზოში ცხოვრობს, იმდენი ჩასუქებული კატა დადის ეზოში, ვერ დაითვლით. მოკლედ, ვუთხარი, შავი კატა თუ გზას გადაუჭრიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ არ დათარსულიყო იმ დღეს. გამოსულა ეზოში და შავ კატას რომ გადაურბენია, ისე უჩქმეტია ფეხზე, მთელი ერთი თვე დალურჯებული ჰქონდა და სტკიოდა (იცინის). ასევე, ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად, აუცილებელია ძველმანების გადაყრა. რაც ნაკლები ნივთი იქნება სახლში და დიდი სივრცე, მით უკეთესია თქვენთვის. ეს დადებითი ენერგიის ცირკულაციას უწყობს ხელს. უწესრიგობა მაგიდასა ან წიგნების თაროზე, თქვენი შეგნების დონეზე მეტყველებს და საქმის წინსვლას უშლის ხელს. სასტუმრო ოთახში არ გირჩევთ, ბევრი ავეჯის დადგმას. გახსოვდეთ, რომ სახლში ნებისმიერ საგანს ისევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორგანიზმის თითოეულ ნაწილს ჯანმრთელობისთვის. ამიტომ არის საჭირო, გავითვალისწინოთ ძველი ხალხისგან შემორჩენილი წესები, რომელსაც ცრურწმენებს ეძახიან და ბევრი სკეპტიკურადაც კი უყურებს ამ ყოველივეს.

– როცა სასიყვარულო ურთიერთობაში არ უმართლებს ადამიანს, ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს?

– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლებს. მაგრამ, საჭიროა, ამისთვის ცოტა ხელ-ფეხი თქვენც გააქნიოთ. სიყვარულში წარუმატებელმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს ჩანთით პატარა, თავის ხელით შეკერილი, წითელი ტომსიკა მასში ჩადებული შაქრის ნატეხით, გიშრის თვლით, ბრინჯის მარცვლითა და სპილოს ძვლის პატარა ნატეხით. შაქრის ნატეხი იმისთვის, რომ გარშემო მყოფები ტკბილად განეწყონ თქვენს მიმართ, გიშრის თვალი იმისთვის, რომ ცუდი თავიდან აიცილოთ; ბრინჯი იმისთვის, რომ ბარაქიანი ცხოვრება გქონდეთ და გაჭირვებას ასცდეთ, ხოლო სპილოს ძვლის ნატეხი კი იმისთვის, ძლიერი მამაკაცი იპოვოთ და მას დაუკავშიროთ ბედი. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ წითელი ნაჭერი, რომელიც აუცილებლად საკუთარი ხელით უნდა შეკეროთ, უნდა იყოს ახალი ქსოვილის. ასეთ ტომსიკებს ძველად, ინდოეთში, ახალშობილს გულზე ჰკიდებდნენ და სჯეროდათ, რომ მას ცხოვრებაში ყველაფერი ექნებოდა, რაც საჭირო იყო. ასევე, სიყვარულსა და მამაკაცთან ურთიერთობაში დაეხმარებოდა. ასე რომ, გაგანდეთ ისეთი ძველი წესები, რომლებიც თქვენს ბედში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს და თქვენს ცხოვრებას ნამდვილად ხალისიანს და საინტერესოს გახდის.


скачать dle 11.3