კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოიგონეს ტვინის „გამხსნელი“ სუპერსასმელი


ჩრდილოეთ კორეამ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეასთან ომის ზღვარზე იმყოფება, მაინც იპოვა დრო, რეკლამა გაუწიოს ახალ „სუპერსასმელს“, რომელიც თავის ტვინის უჯრედების რიცხვს ზრდის. სიახლეთა სახელმწიფო სააგენტომ შეცვალა მკაცრი ტონი, რათა რეკლამა გაუწიოს იმ კომპანიის წვენს, რომელიც, თუ სახელწოდების მიხედვით, ვიმსჯელებთ, მორანბონგში – ფხენიანის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ეს წვენი შეიცავს 60 ტიპის მიკროელემენტებს და დამზადებულია 30-ზე მეტი სახეობის მცენარისგან. „სასმელი, რომელსაც აქვს როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო ეფექტი, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებსა და მეხსიერებას ტვინის უჯრედების ზრდის მეშვეობით“. ის, აგრეთვე, ებრძვის ნაოჭების გაჩენას, ხელს უშლის ტვინში სისხლის ჩაქცევას, იცავს ადამიანს მიოკარდისა და თავის ტვინის ინფარქტისგან.

„სასმელი, რომელსაც „არ გააჩნია გვერდითი ეფექტები“, უკვე აღიარებულია მოქმედი მედინსტიტუტის მუშაკების მიერ“, – განაცხადა კომპანიის მენეჯერმა ჯონ სონ ხომ.

საოცარმა სასმელმა გამოიწვია ჩინეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი დაინტერესება. გამოფენა-ბაზრობა მაისში ფხენიანში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 26 მაისს ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში ჩაძირა სამხრეთ კორეის ხომალდი „ჩხონანი“, რის შემდეგაც დაიღუპა ეკიპაჟის 46 წევრი. ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ კორეამ გაწყვიტა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო-საზღვაო სწავლებას იწყებს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეამ გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა სამხრეთ კორეასთან და თავისი შეიარაღებული ძალები მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში. „ქვეყანას უფლება აქვს, თავი დაიცვას ჩრდილოელი მეზობლის აგრესიისგან“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მენ ბაკმა.


скачать dle 11.3