კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბჭოთა ბელადის ბიუსტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დადგეს


ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდგა საბჭოეთის დიდი ბელადის – იოსებ სტალინის ბიუსტი. ბრინჯაოს სკულპტურა ქალაქ ბედფორდის მემორიალურ პარკში დაიდგა 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე. ამერიკის შეერთებულ შტატებში რამე სამხედრო ოპერაციის დაწყების დღე ტრადიციულად აღინიშნება, როგორც „დღე“. ნორმანდიაში გადასხმა, ანუ ოპერაცია „ნეპტუნი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია.

ბიუსტის დადგმა დიდი ხანია, იგეგმებოდა, მაგრამ ყოველ წელს გადაიდებოდა ხოლმე საზოგადოებაში მწვავე დისკუსიების გამო. ძეგლის გამოჩენამ ეს დისკუსიები კი არ მოსპო, არამედ კიდევ უფრო გაამწვავა.

მრავალმა ვეტერანმა უარი თქვა კვირის ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ იძულებულები გახდებიან, სტალინსაც ისევე სცენ პატივი, როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის სხვა ლიდერებს – ამერიკის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტსა და ბრიტანეთის პრემიერ უინსტონ ჩერჩილს. მათი ბიუსტები უკვე დიდი ხანია, დადგმულია ბედფორდის მემორიალურ პარკში.

ამ ძეგლებისგან განსხვავებით, სტალინის ბიუსტის ქვეშ განთავსებულია ფირფიტა, რომელზეც შეჯამებულია საბჭოთა ლიდერის ყველა დანაშაული. კერძოდ, იგი საზოგადოებას მოუწოდებს „სტალინის მმართველობის წლებში დაღუპული ათობით მილიონი ადამიანისა და ყველა მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად გმირულად უარყოფდა მისი მიმდევრების გამარჯვებას ცივ ომში“.

მემორიალური კომპლექსის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ სტალინის ბიუსტი პატივს მიაგებს არა მის დამსახურებებს, არამედ, იგი გვახსენებს მის მნიშვნელოვან როლზე მეორე მსოფლიო ომში. კერძოდ, ეს გახსენებაა იმისა, რომ საბჭოთა ჯარებმა საკუთარ თავზე მიიქციეს ჰიტლერის ჯარების ყურადღება, რათა მიეცათ შესაძლებლობა მოკავშირეებისთვის, შეუფერხებლად გადმოესხათ ჯარები საფრანგეთში და გაეხსნათ მეორე ფრონტი.


скачать dle 11.3