კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდუმლო შეხვედრაზე ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები შეიკრიბნენ


ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ესპანეთის საკურორტო ქალაქ სიტჟესში საიდუმლო „ბილდერბერგის კლუბის“ წევრები შეიკრიბნენ. სხდომებზე დასწრების უფლება მხოლოდ პლანეტის პოლიტიკის, ბიზნესისა და საბანკო საქმის იმ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანებს აქვთ, რომლებიც კლუბის წევრები არიან. კლუბის სხდომები სრულიად გასაიდუმლოებულად მიმდინარეობს. რასაკვირველია, კონფერენციის ჩატარების თარიღი არ ქვეყნდება, მაგრამ, მასმედიის საშუალებებისთვის მაინც გახდა ცნობილი, რომ დღის წესრიგშია ევროს კურსის დაცემის პრობლემა. კლუბის წევრები შიშობენ, რომ ქვეყნები, რომლებიც ფინანსურ სიძნელეებს განიცდიან, გამოვლენ ევროკავშირიდან, რის შედეგადაც ევრო ჩამოიშლება. ევროს შესუსტება რეცესიას გამოიწვევს, ამას კი სახალხო მღელვარება და პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება მოჰყვება. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების შეშფოთებას განსაკუთრებით პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი იწვევს.

როგორც ცნობილი გახდა, ამ წელიწადს კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ძირითადად ხნიერი მილიარდერები. მონაწილეთა შორის ყველაზე ხნიერია კლუბის თავმჯდომარე, 95 წლის დევიდ როკფელერი. 87 წლისაა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. ესპანეთში ჩამოვიდა აგრეთვე პენტაგონის მრჩეველი, 68 წლის რიჩარდ პერლი, მსოფლიო ბანკის ყოფილი უფროსი, 66 წლის პოლ ვულფოვიცი და ევროკავშირის კომისარი იტალიიდან, 67 წლის მარიო მონტი. კონფერენციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, 39 წლის ჯორჯ ოსბორნი.

„ბილდერბერგის კლუბი“ ყოველ წელს იკრიბება კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებს დაახლოებით 130 ადამიანი. ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანთა გარდა, შეხვედრაზე მონაწილეობას იღებენ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელები. კლუბში ბილდერბერგის იდეის 383 აქტივისტია, მათ შორის – 128 ამერიკელი, დანარჩენები კი ევროკავშირის წარმომადგენლები არიან, აგრეთვე, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ტაივანისა და ჰონკონგის.

კლუბს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც გეგმავენ პროტესტის მიტინგის ჩატარებას და ცდილობენ, გაიგონ, რას ამზადებენ ყველაზე მდიდრები და გავლენიანები. ბრიტანული გამოცემის აზრით, შესაძლოა, ეს შეხედულება უსაფუძვლოა და კლუბის წევრები იკრიბებიან მხოლოდ იმისთვის, რათა ოჯახისგან მოშორებით გაერთონ.


скачать dle 11.3