ანეგდოტები
***
მეგრელი ეუბნება მეზობელს:
– გუშინ თქვენი სიმღერა მესმოდა, ქალბატონო, მაგალითად:
ქალი კეკლუცობს:
– უბრალოდ, დროს ვკლავდი.
– მართლა სასიკვდილო იარაღი აგირჩევიათ, ქალბატონო!
***
ებრაელს ბინაზე პოლიცია მიადგა:
– აბრამი აქ ცხოვრობს?
– არა ორი სართულით მაღლა, ოღონდ მოშე ჰქვია.
***
ორი რუსი ლოთი, ქალი და კაცი, მესამეს ეძებენ. ქალი ერთ გამვლელს, კაცს, გამოელაპარაკა:
– მესამე იქნები?
იმან შეხედა, შეიშმუშნა და უპასუხა:
– მესამე კი არა, პირველიც არ ვიქნები!
***
განწირული ხმა:
– აფიციანტ! კარი მოიტანე რა, გასვლა მინდა!
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– აბა, ერთი მიპასუხეთ – რა გაიძულებთ ყოველდღე სმას?
– არაფერი მაიძულებს, მოხალისე ვარ.
***
– რატომ არის ჩინეთში ამდენი ადამიანი?
– იმიტომ რომ, მთელი რეზინა კედებში გაუშვეს.
***
შოტლანდიელს ეკითხებიან:
– რაზე დაგიჭირეს?
– საიუველირო მაღაზიის ვიტრინა ჩავამსხვრიე აგურით და მთელი ძვირფასეულობა წამოვიღე.
– მერე ადგილზე დაგიჭირეს?
– არა, მეორე დღეს – აგურის წამოსაღებად რომ მივედი.
***
ირლანდიაში ერთ-ერთ დუქანთან რამდენიმე კაცი ჩხუბობს. მათთან ერთი კაცი მივიდა და მორიდებით კითხულობს:
– უკაცრავად, ეს კერძო ჩხუბია, თუ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება?
***
– როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ჩვეულებრივი და მოხარშული კვერცხი?
– კვერცხები საქათმეში უნდა შეიტანოთ. რომელ კვერცხსაც ქათმები დაასაფლავებენ, ისაა მოხარშული.
***
– მამი, ინდოეთში ქალებს რატომ აქვთ შუბლზე წითელი წერტილი?
– არა აქვთ-მეთქი. ამ ინდოეთში საფერფლეები არა აქვთ!
***
ტიპი ლუდის ჯიხურთან მივიდა და ათლარიანი გაუწოდა. ჯიხურიდან ხუთი ლარი გამოუწოდეს.
– შენ რა გაგიჟდი? როდის, იყო ხურდას რომ გართმევდი!
– რა ვქნა, დღეს ლუდი არ გვაქვს.
***
ქმარი ეუბნება ცოლს:
– ახალი სავარცხელი უნდა ვიყიდო.
– ერთი ხომ გაქვს?!
– კბილი მოტყდა.
– მერე რა, ერთი კბილისთვის ახალი უნდა იყიდო?
– ბოლო კბილი იყო...