ანეგდოტები
***
სიდედრს ეუბნება სიძე:
„მივიღეთ შეტყობინება თქვენი ჩამოსვლის შესახებ. დაგხვდებით. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. მოსიყვარულე სიძე“.
***
ოლიგარქმა ივანოვმა ყველაფერი მცირე ბიზნესით დაიწყო‚ ამიტომ‚ როდესაც ნოსტალგიის ტალღა შემოაწვება‚ როგორც წარსულში‚ ახლაც მიდის ბაზრობაზე და ქართველების ჯიხურებს წმენდს.
***
კიტრი ეუბნება ვიბრატორს:
– მე უნდა შემჭამონ და, ვერ გავიგე‚ შენ რატომ კანკალებ...
***
წარწერა გემზე:
ხომალდის ჩაძირვის შემთხვევაში მგზავრთა სათადარიგო ნავებზე გადაყვანის თანამიმდევრობა:
1. გაუთხოვარი გოგონები;
2. გათხოვილი ახალგაზრდა ქალები;
3. განქორწინებული ახალგაზრდა ქალები და ახალგაზრდა ქვრივები;
4. ქვრივები‚ რომელთაც დიდი მემკვიდრეობა მიიღეს (ასაკის მიუხედავად);
5. ბავშვები;
6. ჩვენნაირი მოქალაქეები;
7. სამხედროები‚ სასულიერო პირები, კომერსანტები;
8. ბანკირები და ოლიგარქები;
9. დეპუტატები;
10. მე-2 პუნქტში მოხსენიებული ქალების ქმრები.
***
ახალი წყევლა:
„ისეთი მდიდარი გახდე‚ რომ შენი ქვრივის მეორე ქმარს მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვროს შენი ქონებით“.