კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ჩემი დისშვილის, 6 წლის ბავშვის სასარგებლოდ სასამართლომ მამამისს დააკისრა ალიმენტის გადახდა. სააღმსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, რის შემდეგაც ის უცხოეთში გაემგზავრა. მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 13 წლის შემდეგ, 2 თვის წინ, ის დაბრუნდა საქართველოში. ჩემი დისშვილი სრულწლოვანია. ეკუთვნის თუ არა ჩემს ყოფილ სიძეს დავალიანების გადახდა?

პასუხი: ეკუთვნის, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღმსრულებლო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისთვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის, ანდა ალიმენტის მიმღები პირის სრულწლოვნების მიუხედავად.

კითხვა: შეიძლება თუ არა უვადო პატიმრობა შეუფარდონ არასრულწლოვან დამნაშავეს?

პასუხი: უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი. ასევე, იმას, ვინც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის უკვე სამოცი წლის არის.

კითხვა: ჩემი მეგობარი, საქართველოს მოქალაქე, 1995 წელს გაემგზავრა ჰოლანდიაში, მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ის ცხოვრობდა იტალიურ ეზოში და მეზობელმა ჩათვალა, რომ მან საკუთარ უფლებებზე უარი თქვა თბილისში მდებარე ოროთახიან ბინასთან დაკავშირებით და 2002 წელს საკუთრების უფლებით დაეუფლა მას. სწორად მოიქცა თუ არა და რას ითვალისწინებს კანონი?

პასუხი: არ მოიქცა სწორად, რადგან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რომ მიტოვებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

კითხვა: ვარ ხის ხელოსანი. ხის მასალის მესაკუთრემ შემომთავაზა, რომ მისი კუთვნილი ხის მასალისგან დამემზადებინა წიგნების კარადები და საწერი მაგიდა, რომლის რეალიზაციასაც ის შემდგომში მოახდენდა. ჩვენ შორის წარმოიშვა უთანხმოება. ვისი საკუთრებაა საწერი მაგიდა და წიგნების კარადები?

პასუხი: მასალის მესაკუთრის და ხელოსნის საერთო საკუთრებაა, რადგან მასალის გადამუშავების შედეგად შეიქმნა ახალი ნივთები.

კითხვა: მოსამართლემ ჩათვალა, რომ სადავო საგანი ეკუთვნის არა მოსარჩელეს და მოპასუხეს, არამედ სულ სხვა პირს. მან გამოიტანა განჩინება საქმეში ამ პირის მესამე პირად ჩაბმის შესახებ, რადგან ის დამოუკიდებელ მოთხოვნას აცხადებს დავის საგანზე: მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება არ აქვს. მართლზომიერია თუ არა წარმომადგენლის ასეთი მოსაზრება?

პასუხი: დიახ. რადგან მხოლოდ დაინტერესებულ პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი, თუ იგი აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე.

კითხვა: აქვს თუ არა უფლება მრავალბინიან სახლში ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეს, თავმჯდომარის გარეშე მოიწვიოს ამხანაგობის კრება?

პასუხი: დიახ. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე არ არის, ან თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას. კრება შეიძლება, მოიწვიოს ნებისმიერი ბინის მესაკუთრემ.

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლება?

პასუხი: სასამართლოს შეუძლია, გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ ეს უკანასკნელი მძიმედ არის დაავადებული. ასევე, სასამართლოს შეუძლია, დარჩენილი სასჯელისგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი, თუ მას არ აქვს მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. ქალების ხანდაზმულობის ასაკი 65 წლიდან იწყება, კაცების – 70 წლიდან.

კითხვა: მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ღამის 4 საათზე გაუჩნდა ხანძარი. სახლი მთლიანად დაიწვა. გაირკვა, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვით მიწოდებამ გამოიწვია. ვინ უნდა აანაზღაუროს ზიანი – ელექტროკომპანიამ თუ ელექტროდენის მიმწოდებელმა?

პასუხი: ვალდებულება შეიძლება, დაეკისროს ორივეს. კომპანიას – იმიტომ, რომ ენერგიას აწარმოებს, მიმწოდებელ საწარმოს – იმის გამო, რომ ის ყიდის პროდუქტს სამეურნეო მიზნებით საქმიანი მოღვაწეობის სფეროში.

კითხვა: ჩემი ძმა იყო საქართველოს მოქალაქე. 2004 წლიდან 2009 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. თბილისში დარჩა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. მას არ დაუტოვებია ანდერძი და არ ჰყავს სხვა კანონიერი მემკვიდრე. სწორია თუ არა სასამართლოში ამ საფუძვლით სარჩელის შეტანა?

პასუხი: სწორია. რადგან კანონისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისთვის ის უცხოეთში ცხოვრობდა, სარჩელი შეიძლება, აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის, ან სამემკვიდრეო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.


скачать dle 11.3