კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააშორა ქართულ-აფხაზურმა ომმა ერთმანეთს მეგობრები და ვინ იპოვა თავისი ამხანაგი საბერძნეთიდან ოდესაში


კონსტანტინე ივანეს ძე ფეოდორიდი ეძებდა ალიკ პაატას ძე ბერიას.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელებში“ 29 მარტის ნომერში დაიბეჭდა. მეგობარი, ალიკ ბერია, რომელსაც სოხუმში ეძებდნენ, ოდესაში აღმოჩნდა. რუბრიკას გამოეხმაურა ალიკას შვილი, ჯული. სამი თვის განმავლობაში შეუძლებელი იყო კონსტანტინესთან დაკავშირება და ამ სასიხარულო ამბის მიწოდება. მის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილ წერილებზე არავინ პასუხობდა. როგორც იქნა, 5 ივნისს დამირეკა კონსტანტინეს მეუღლემ, რომლისგანაც გავარკვიე განმცხადებლის „გაქრობის“ მიზეზი, აღმოჩნდა, რომ მისი ამდენი ხნით დაკარგვა, უბრალოდ, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლის ბრალი იყო. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი კვლავ კონსტანტინეა, რომელიც ამჟამად ათენში ცხოვრობს. ის თავად მოგვითხრობს თავის ისტორიას.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 1952 წელს დაბადებულ ალიკ პაატას ძე ბერიას, ჩვენ ვმეგობრობდით ერთმანეთთან. ის ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემს ოჯახს 1992 წლის აგვისტოში, როდესაც სოხუმში ომი იყო. მის შესახებ არაფერი მსმენია 1993 წლის შემდეგ. იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, მისი პოვნა ძალიან მირთულდება, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში.

– მოგვიყევით თქვენი რეაქციის შესახებ, მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი, რომელსაც თქვენ სოხუმში ეძებდით, ოდესაში ვიპოვე.

– საკმაოდ დიდი ხანია, რაც მე ალიკას ვეძებდი. მე და ჩემი ოჯახი სოხუმში რომ ვცხოვრობდით, ალიკ ბერია ჩვენი მეზობელი იყო. ჩვენ ვმეგობრობდით. 1992-1993 წლებში ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში რა ხდებოდა მთელ საქართველოში და სწორედ მაშინ დაგვიდგა გვერდში. მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ის ჩვენ გვეხმარებოდა. ასეთი მეზობელი, რა თქმა უნდა, საამაყო და სანატრელია ყველასთვის. დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია, დაივიწყო ისეთი ადამიანი, რომელიც ძმაზე მეტად გეხმარება გაჭირვების დროს. საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, საბერძნეთში საცხოვრებლად წავსულიყავი და ამჟამად საბერძნეთში ქალაქ ათენში ვცხოვრობთ. მეგობართან დაშორების შემდეგ უკვე 17 წელია გასული და მთელი ამ დროის განმავლობაში მე მას სხვადასხვა ხერხით ვეძებდი, მაგრამ, დღემდე უშედეგოდ. თქვენ მართლაც შეუძლებელი შეძელით და გვაპოვნინეთ ერთმანეთი. ეს ამბავი მე პირადად ჩემი მეუღლისგან გავიგე, რომელმაც პირველმა შეამოწმა ჩვენი საფოსტო ყუთი და თქვენგან გამოგზავნილი წერილები ნახა, სადაც ეწერა, რომ ალიკ ბერია ნაპოვნია. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა. ჯერ ერთი, გამახსენდა ის სოხუმი, რომელშიც ასე ბედნიერად და მეგობრულად ვცხოვრობდით ყველა ერთად. იმ დროს იქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობდა და სიტუაციაც, სანამ გამწვავდებოდა, დაუვიწყარი იყო, პატარა სამოთხეს ჰგავდა სოხუმი. ალიკას პოვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ყველაზე ძალიან მინდა, მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც მან გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. 1993 წლის შემდეგ მე ალიკა არ მინახავს და არც არაფერი ვიცოდი მისი ცხოვრების შესახებ. პირველად ალიკას შვილს, ჯულის დავურეკე, რომლის ნომერიც თქვენ მომეცით. გამოგიტყდებით, ცხარე ცრემლით ვტიროდი, მისი ხმა რომ გავიგე, რადგან ვიცოდი, რომ ალიკას შვილს ველაპარაკებოდი, შემდეგ კი ალიკას დავურეკე. ეს მართლაც სასწაული იყო.

– მეგობრებმა ერთმანეთი ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო დაკარგეთ. მოხდა ისე, რომ თქვენ ათენში ხართ, თქვენი მეგობარი კი – ოდესაში. მოგვიყევით, აქამდე როგორ ეძებდით მას და რა ხერხებით?

– პოლიტიკურმა არეულობამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს, ზოგიერთმა ოჯახის წევრები და ნათესავებიც კი დაკარგა. მართალია, ალიკა ჩემი ნათესავი არაა, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ კარგი მეზობელი ჯობია უვარგის ნათესავს – ეს ნამდვილად ასეა. ჩემს ოჯახში, ჩვენი სოხუმიდან წამოსვლის დღიდან, დღეც არ გასულა, რომ ალიკაზე არ გვესაუბრა, იმდენად კარგი ადამიანია და წარუშლელი კვალი დატოვა. ნამდვილი ვაჟკაცია, ხშირად ვიხსენებთ იმ დღეებს, როდესაც მისმა მხარში ამოდგომამ გადაგვარჩინა. ძალიან მინდოდა მისი პოვნა და სწორედ ამ მიზნით მივმართე „ჟდი მენიას“ საიტს, ჩემი მეგობრის ფოტოც კი გავგზავნე. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე და ძალიან დიდი იმედი ჩამესახა თქვენი გამოხმაურების შემდეგ. უბრალოდ, წარმომიდგენია, ალიკა რა დღეში იქნებოდა, როდესაც გაიგო, რომ მე მას ვეძებ. მე არც კი ვიცოდი, რომ ის თქვენ იპოვეთ. სიმართლე გითხრათ, ამდენი ცდისა და უშედეგო ძებნის მერე არც კი მჯეროდა, რომ ასე მალე იპოვიდით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს რუბრიკას ასეთი სასწაულების მოხდენისთვის.

– ახლა, როგორ ფიქრობთ, ამდენი წლის დაშორების შემდეგ სად და როგორ გეგმავთ შეხვედრას?

– ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოვასწორო სიტუაცია. მართალია, ჩემი ბრალი არაა, მაგრამ, ადამიანი, რომელსაც მე წლებია, ვეძებდი, თვეების განმავლობაში ნაპოვნი ყოფილა და ჩემი დაუდევრობის გამო გვიან გავიგე ეს ამბავი. როგორც იცით, მეორედ ვეღარ დავუკავშირდი მის შვილს, ჯულის. არაა გამორიცხული, რომ ის დასასვენებლად არის გასული. ჩემდაუნებურად თქვენც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ, რადგან, ეძებდით ჩემს მეგობარს, შემდეგ კი მე ვერ მიკავშირდებოდით, რაც მთავარია, ახლა ყველაფერი დალაგდება და მასთან საუბრის შემდეგ დავგეგმავ, სად და როგორ ვნახო. ოდესაში კი არა, დუბაიშიც ჩავალ ალიკას სანახავად, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. პირველი, რასაც მას ვეტყვი, იქნება დიდი მადლობა, რომ ასე დაგვეხმარა იმ პერიოდში მეც და ჩემს ოჯახსაც. თქვენი წყალობით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიზეიმებთ დიდ ქართულ სუფრაზე. რაც ალიკას პოვნის ამბავი გავიგე, დღეების განმავლობაში აღვნიშნავ მის პოვნას. ჩემი მეუღლე ხუმრობით მეუბნება, ფრთხილად იყავი, სანამ არ ნახავ, მანამ არ გალოთდეო (იცინის).


скачать dle 11.3