კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მედოფისგან დაზარალებულებს შეიძლება, დანაკარგი აუნაზღაურონ


ცნობილი მილიარდერი თაღლითის, ბერნარდ მედოფის „პირამიდიდან“ სახსრების ნაწილობრივი გამოტანის პროცესი გრძელდება. მაგრამ, ძნელი სათქმელია, ჩადებული თანხის რა ნაწილის დაბრუნებას შეძლებენ ინვესტორები. ყველაფრის მიუხედავად, ამერიკაში გამოჩნდა კომპანია, რომელიც მზად არის გარკვეული პროცენტით შეისყიდოს, მედოფის თაღლითობის წყალობით დაზარალებული მეწილეების პრეტენზიები. კომპანია „ეი-სი-ემ კაპიტალი“ აპირებს მედოფის პირამიდის კრახი საკუთარი მიზნებისთვის, მოგების მისაღებად გამოიყენოს. ამ კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული მედოფის ფონდის დროებითი მმართველი დაზარალებული მეწილეებისთვის დაკარგული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნებას შეძლებს და ინვესტორებისგან თაღლითის მიმართ არსებული ყველა ფინანსური პრეტენზიის გამოსყიდვისთვის მზად არიან. კომპანია „ეი-სი-ემ კაპიტალი“ დაზარალებულებს ორ გზას სთავაზობს – დაუყოვნებლივ მიიღონ საპრეტენზიო თანხის 20 პროცენტი და უარი თქვან დანარჩენზე, ანდა საწყის ეტაპზე 13 პროცენტზე დათანხმდნენ და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ იმ თანხის მესამედი მიიღონ, რომელსაც მათ კომპენსაციის სახით სასამართლო დაუწესებს. ორივე შემთხვევაში საუბარია იმ ინვესტორებზე, რომელთა პრეტენზიების მოცულობა მილიონ დოლარს აჭარბებს. თავად მედოფი 150-წლიან საპატიმრო ვადას ამერიკის ერთ-ერთ ციხეში იხდის და როგორც ამერიკული პრესა წერს, იქ პატიმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.


скачать dle 11.3