კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში ერთ-ერთი უძვირესი სასახლე იყიდება


ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ალპაინში ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძვირესი სასახლე – „სთოუნ მენშენი“ იყიდება, რომლის ფასიც 68 მილიონი დოლარია. ეს ხუთსართულიანი სასახლე, რომელიც ამერიკის უძვირესი სახლების ათეულში შედის, ინგლისურ სტილშია აშენებული და მისი ფართობი 2 787 კვადრატული მეტრია. სასახლეში არის კინოთეატრი, საკალათბურთო მოედანი, ავტოსადგომი 11 ავტომობილისთვის, 12 საძინებელი ოთახი, 19 სააბაზანო, ღვინის მარანი 3 ათასზე მეტი საკოლექციო ღვინის ბოთლით, სპორტდარბაზი და აუზი საშხაპე კაბინებით. აღსანიშნავია, რომ ალპაინი დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს ნიუ-იორკის მანჰეტენის უბნიდან და ის, ელიტური უძრავი ქონების მხრივ, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. კერძო სახლის საშუალო ფასი ალპაინში 4 მილიონ დოლარზე მეტია. სასახლე „სთოუნ მენშენი“ ინვესტორმა რიჩარდ კურცმა საკუთარი სახსრებით ააგო, მაგრამ საბოლოოდ, მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ნაგებობა ძალიან დიდი აღმოჩნდა ორი ადამიანისთვის – თავად ინვესტორისა და მისი მეუღლისთვის. სასახლე და მის გარშემო 25 ჰექტარი მიწა კურცმა 2005 წელს ფოლადის მაგნატ ჰენრი ქლეი ფრიკისგან 58 მილიონად შეისყიდა.


скачать dle 11.3