კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უმატებს ავტომობილი წვასკომპიუტერის გამო


ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საოცრად დაიხვეწა ავტომობილებიც, თუმცა ქართველი მძღოლების უმრავლესობა კომპიუტერიზებულ ავტომობილებს მხოლოდ თავსატეხად მიიჩნევს და ყველა პრობლემის სათავეს სწორედ კომპიუტერში ხედავს. მევლუდ მელაძე დღეს ისაუბრებს იმაზე, თუ რა დადებითი და რა უარყოფითი მოუტანა მძღოლებს ცივილიზაციის განვითარებამ.

მევლუდ მელაძე: მძღოლები სულ წუწუნებენ კომპიუტერით აღჭურვილ ავტომობილებთან დაკავშირებით, რამე რომ გაფუჭდეს, ამ კომპიუტერს რას გაუგებ, ვერაფერს მიხვდებიო და სხვა. დალოცვილია ძველი მანქანები, ყველაფერი მექანიკურად და მარტივად იყო, – ასეთ რაღაცასაც ხშირად გაიგებთ. „ჟიგულებზე“ დღემდეა დამონტაჟებული ყველაზე პრიმიტიული სისტემები, რომელიც სამოციანი წლებიდან მოდის. მსოფლიოში კი, უკვე ოთხმოციანი წლებიდან დაიწყო ავტომობილების კომპიუტერიზება, რაც საბჭოთა ავტომობილებში, ისიც ერთ მოდელში, კომუტატორის სახით შემოვიდა. ეს იყო დეტალი, რომელიც აღიქვამდა, თუ როდის მიეწოდებინა ნაპერწკალი. თუ რამე პრობლემა ჩნდება, კომუტატორს, ანუ ამთვლელ „დაჩიკს“ ცვლი და ყველაფერი წესრიგშია. კომპიუტერიზებულ ავტომობილებზე არასწორი წარმოდგენაც აქედან მოდის, რადგან კომუტატორი საკმაოდ მალე ფუჭდებოდა. როდესაც ავტომობილს რაღაც უფუჭდება, ნაკლებად ესმით რასთანაც ხელი არ მიუწვდებათ. არადა, ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება.

– როგორ მუშაობს კომპიუტერი?

– დეტალურად აგიხსნით, რა ხდება. კომპიუტერული სისტემები გაცილებით უკეთ აკეთებს ყველანაირ საქმეს, ვიდრე მექანიკური სისტემები. უმარტივეს შედარებას მოვიყვან, რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული „კონტაქტების დაწვა“ მექანიკურ სისტემებში. ეს არის სისტემა, რომელიც ცალ-ცალკე ანაწილებს ნაპერწკალს თითოეულ სანთელთან, რომ აფეთქება მოხდეს. შიგნით დგას მექანიკური დეტალი, რომელიც ორი ჩაქუჩისგან შედგება. როდესაც ეს ორი ჩაქუჩი ერთმანეთს დაშორდება, მაშინ მიეწოდება სისტემას ნაპერწკალი. ეს დეტალი ცვდება, რადგან შეზეთვა ნაკლები აქვს. მოკლედ, რომ აგიხსნათ, ამ ჩაქუჩების დაშორება სხვანაირი ხდება და შესაბამისად, სხვა დროს იხსნება. გახსნას, რომ თავი დავანებოთ, მათი ბრუნთა რიცხვი ვერასდროს მიაღწევს იმდენს რამდენსაც ელექტრონულად. რაღაც ბრუნვამდე რომ მიდის, ის სულ დაშორებული რჩება და ამის გამო ნაპერწკალი ან საერთოდ ვეღარ მიეწოდება, ან უზუსტოდ. სერიოზული პრობლემა იქმნება იმის გამო, რომ სისტემა აღარ მუშაობს. მხოლოდ დაბალ ბრუნზე შეუძლია მექანიკური სისტემებით აღჭურვილმა ავტომობილებმა ნორმალურად იაროს, მაღალ ბრუნზე კი სიზუსტის დაცვა გამორიცხულია. კომპიუტერის შემთხვევაში, მას შეუძლია, განსაზღვროს, რომ ბრუნთა რიცხვმა მოიმატა, ეგრეთ წოდებული „ლამბდას“ დახმარებით ის იგებს, თუ საწვავის და ჰაერის რა ნაზავი იქმნება. ამ ინფორმაციის დახმარებით, ის წყვეტს, თუ რა დროს გაჩნდეს ნაპერწკალი ან რა დოზით მიეწოდოს საწვავი ძრავას. თითოეული მიმწოდებელი სენსორი მექანიკური დეტალია, რომელიც კომპიუტერად არის ქცეული. ანუ, ჩვენ რომ გვყავდეს კვალიფიციური ხელოსნები და გვქონდეს სულ ელემენტარული პროგრამა, რომელიც ამ ყველაფერს წაიკითხავს, ამა თუ იმ გაუმართაობის მიზეზს ძალიან იოლად მივხვდებოდით. კომპიუტერი დეტალურ ინფორმაციას იძლევა – ჩაქუჩები გაიხსნა ამდენჯერ, ნაპერწკალი მივაწოდე ამდენჯერ და ძრავის ბრუნთა რიცხვი ამ დროს იყო ამდენი. თუ ჩვენ კვალიფიციური სპეციალისტი გვყავს და არა ისეთი, როგორებიც დღეს არიან – კომპიუტერს რომ შეაერთებენ და თუ ის დაწერს პირდაპირ პრობლემას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხვდებიან რა ხდება. ჩვენი ხელოსნები ვერაფერს იგებენ, თუ სენსორი იმდენად დაზიანებული არ არის, რომ პირდაპირ დაწეროს პრობლემების შესახებ. არადა, უბრალოდ საჭიროა, ამ მონაცემების დაჯამება. თუ ძრავის ბრუნთა რიცხვი 111 ათასია, ის უნდა გაყო იმდენზე, რამდენი ცილინდრიც აქვს ავტომობილს და წაიკითხო სიგნალის მიწოდების რაოდენობა. თუ მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ სენსორი მწყობრიდანაა გამოსული და ზუსტ მონაცემებს ვერ აწვდის. ასე ხდება ყველა დანარჩენ დეტალზეც. კომპიუტერმა გაამარტივა პრობლემის პოვნა და მისი აღმოფხვრა. ხელოსანს ძალიან პრიმიტიული მოწყობილობა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმისთვის, რომ კომპიუტერის მთელი „სიკეთე“ გამოიყენოს.

– მინუსი რა არის?

– პრობლემა იქმნება მაშინ, თუ სადმე სერვისცენტრთან არ ვართ, ავტომობილმა კი წვას მოუმატა, საერთოდ არ იქოქება ან სხვა ამდაგვარი რამ მოხდა. აღმოჩნდება, რომ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამ დროს რთულია, მივხვდეთ, რა ვქნათ. ამისთვის ცოტა სახლაფორთო, მაგრამ შედეგიან რამეს გასწავლით. უნდა ნახოთ თქვენნაირი მოდელი და გამორიცხვის მეთოდით მიხვიდეთ იქამდე, რომ აღმოაჩინოთ პრობლემა. ეს ხერხი მაშინაც მუშაობს, როდესაც სერვისცენტრშიც კი ვერ იგებენ, რა სჭირს თქვენს ავტომობილს. ის დეტალები, რომლებიც კომპიუტერიზებულია სხვა მოდელიდან ჩვენს ავტომობილზე, რიგრიგობით უნდა გადმოვიყენოთ. ეს რთულია, მაგრამ უტყუარი მეთოდია. ბოლოს შეგვიძლია, კომპიუტერიც გადმოვაყენოთ, იქნებ ის არის გაფუჭებული. თუმცა, ეს მილიონში ერთხელ ხდება. კომპიუტერი გაფუჭდა და აურია, ასეთი რამ არ არსებობს. თუ მან არასწორად დაიწყო მუშაობა, ესე იგი მას არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. კომპიუტერი შეგვიძლია, მხოლოდ ძალით გავაფუჭოთ დენის არასწორი შეერთებით, რადგან ის ძალიან დაბალ სიმძლავრეზე მუშაობს.


скачать dle 11.3