„თბილისელების“ სამზარეულო
მარწყვი სოუსში
საჭირო ინგრედიენტებია: 125 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ლიმონი, 1 სადილის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი, 150 გრამი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი შაქრის პუდრი, 4 სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები, დაჭრილი ნიგოზი – ზემოდან მოსაყრელად.
მომზადების წესი: ღვინო გაათბეთ და დაადნეთ მასში შაქარი. ლიმონი გარეცხეთ. ჩამოფხიკეთ ცედრა და წვენი გამოწურეთ. დაუმატეთ ღვინის ცედრა, ლიმონის წვენი, ფორთოხლის ლიქიორი და გააცივეთ.
მარწყვი გარეცხეთ, დაწურეთ და ჩააწყვეთ მინის თასში. დაასხით ღვინო. დაახურეთ თავზე მჭიდროდ და მოათავსეთ მაცივარში 4 საათით.
კვერცხის გული და შაქრის პუდრი კარგად ათქვიფეთ, შეურიეთ ნაღები და მოასხით მარწყვს. ზემოდან მოაყარეთ ნიგოზი.