„თბილისელების“ სამზარეულო
ხბოს ხორცი უნგრულად
საჭირო ინგრედიენტებია: 1 თავი ხახვი, თითო კონა ოხრახუში და კამა, 2 კბილი ნიორი, 600 გრამი ხბოს ხორცი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 150 გრამი ქლიავი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 250 მილილიტრი ბულიონი, 100 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი გაარჩიეთ და ძალიან წვრილად დაჭერით. მწვანილიც წვრილად დაჭერით და შეურიეთ ხახვს. ნიორი გაარჩიეთ და დანაყეთ.
ხორცი გარეცხეთ, შეაშრეთ, კარგად წაუსვით მარილი, შავი პილპილი და ნიორი. ხორცის მთლიანი ნაჭერი შუაში ღრმად ჩაჭერით და ამოავსეთ ხახვში არეული მწვანილით. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით. ჯერ თავდახურულში, მერე კი ახადეთ და ორივე მხრიდან შებრაწეთ. დაასხით ბულიონი და კარგად ჩაშუშეთ. გადმოიღეთ ხორცი ცალკე ტაფაზე. დარჩენილ წვენს ნელა შეურიეთ ფქვილი. დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი ქლიავი, არაჟანი, ცოტა მარილი და პილპილი. ბოლოს ეს სოუსი ხორცს ზემოდან მოასხით.