კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის კატასტროფის ტოლფასი და აბსოლუტურად მიუღებელი მამუკა გამყრელიძისთვის


მამუკა გამყრელიძე: რა თქმა უნდა, ვარ კომფორტის მოყვარული ადამიანი, თანაც, ძალიან. ჩემთვის კომფორტი, პირველ ყოვლისა არის, შხაპი (იცინის) და მოწესრიგებული აბაზანა. ამიტომ, თუ სასტუმროში ვჩერდები, ის კარგი უნდა იყოს. არ მიყვარს „ველური დასვენება“. თუ ადამიანურად არ ვზივარ და არ ვწევარ, ვერ დავისვენებ.

– ესე იგი კარავი, კარდალაში, შუაცეცხლზე მოხარშული წვნიანი თქვენთვის რომანტიკა არ არის?

– (იცინის) დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ არ ვიცი, კარდალა რა არის. ჯარისკაცის ქვაბუნა? უი, არც მინახავს. კარავი, კოცონი, საძილე ტომარა... აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. თუ არ არის სინათლე, ცხელი წყალი, სიმშვიდე, გათბობა და ელემენტარული პირობები, ეს ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია.

– როგორ გაუძელით იმ საშინელ წლებს, თბილისში არანაირი ელემენტარული პირობა რომ არ იყო?

– ის საშინელი წლები რომ დაიწყო, მე წავედი მოსკოვში. ფაქტობრივად, ერთადერთი მიზეზი ჩემი წასვლის იყო ის, რომ არ გვქონდა ნორმალური ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები. მართლა ამის გამო წავედი და ოჯახიც თან წავიყვანე. ველოდებოდი, როდის გამოსწორდებოდა აქ სიტუაცია და ჩამოვედი. მე იქნებ კიდევ გამეძლო რამენაირად, თუმცა ესეც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ბავშვები შემეცოდნენ. არც შუქი, არც სითბო, წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა.

– და რას აკეთებს ეს კომფორტის მოყვარული ადამიანი, როცა სახლში რამე ფუჭდება?

– რეკავს შესაბამის სამსახურებში და იძახებს ხელოსანს. ხან მეუღლე რეკავს, ხოლმე. გააჩნია, ვის უფრო სცალია იმ დროს. პირველად რომ დაიწყო შუქის გამორთვა, ჩემს რომელიმე მეზობელთან ერთად ჩავჯდებოდი მანქანაში, გავიდოდი დიდუბეში „თელასში“ და ვართვევინებდი შუქს.

– რანაირად?

– (იცინის) იყო მეთოდები და ხერხები. ყველაფერს ნუ მათქმევინებთ. ახლა რომ ქრება შუქი, არ ვსარგებლობ „ცხელი“ ხაზით. იმიტომ, რომ უკვე ვიცი, უმიზეზოდ ეს არ მოხდება და თვითონვე ეცდებიან, რაც შეიძლება, მალე მოაგვარონ პრობლემა. ძალიან კარგად ვერკვევი ამ სამსახურის მუშაობაში და შესაბამისად, მათი პრობლემებიც ვიცი. პრობლემის აღმოფხვრას რომ დრო სჭირდება, ესეც ვიცი და შესაბამისად, არ მაქვს პრეტენზია.

– საერთოდ, თუ ხართ პრეტენზიული მომხმარებელი?

– გააჩნია სად ვარ და რა სიტუაციაში. ზოგადად, პრეტენზიულია, უვიცი ხალხი. მე არ ვარ პრეტენზიული. მაგრამ, გამოვთქვამ უკმაყოფილებას იქ, სადაც არ ვიღებ იმ თანხის შესაბამის სერვისს, რაც გადავიხადე. არ უნდა იჭირვეულო, თორემ პრეტენზია ზოგჯერ ძალიან საჭიროა და უნდა გქონდეს.

– ამბობენ, რომ საქართველოში სამომხმარებლო სფერო ჯერ კიდევ დასახვეწია.

– გეთანხმებით და კიდევ ძალიან დიდხანს ვერ დაიხვეწება. იმიტომ, რომ ქართულ მენტალიტეტში არ ზის ვინმეს მომსახურება. ქართველი კაცი არ არის მომსახურებისთვის გაჩენილი, მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენთან ოფიციანტიც არ არის ოფიციანტი. შენიშვნას თუ მისცემ, მოგიბრუნდება და გეტყვის, შენ მე ოფიციანტი ხომ არ გგონივარო (იცინის). ახლა, ეს საკითხი ძალიან ნელა, მაგრამ მაინც სწორდება. ბანკებშია მაღალი დონის მომსახურება. ბევრ რესტორანში უკვე ძალიან კარგად გემსახურებიან და ხალისით აკეთებენ საქმეს. ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალები. ასეთ ადგილებში სიამოვნებით დავდივარ. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში მაინც არ არის სასწავლებლები, სადაც მომსახურების სფეროს სპეციალისტებს მოამზადებენ. მუშაც ნასწავლი უნდა იყოს, ჩემი აზრით.

– მფლანგველი ხართ?

– კი. რასაც ვშოულობ, ხანდახან იმაზე მეტსაც ვხარჯავ და ყველას, რატომღაც ძალიან მდიდარი ვგონივარ (იცინის).

– ალბათ იმიტომ, რომ ბევრს ხარჯავთ.

– შეიძლება ამიტომაც. ვცდილობ, „გადახარჯვა“ არ მქონდეს, მაგრამ იშვიათად გამომდის. იცით, რაშია საქმე? არ მიყვარს, როცა ჩემს მაგივრად ვინმე იხდის. მირჩევნია, ყველგან მე გადავიხადო. მით უმეტეს, როცა მეგობრებთან ერთად ვარ. მე უფრო შემიძლია, ვიშოვო ფული. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.

– თუ ვალში ყოფნა არ გიყვართ?

– მართალია. არ მიყვარს. ფულს კიდევ რაში ვხარჯავ? ტანსაცმელში. მიყვარს ხარისხიანი ტანსაცმელი, მაგრამ არ ვარ ბრენდებს გამოკიდებული. შეიძლება მეცვას შედარებით უბრალო, მაგრამ გემოვნებით შერჩეული სამოსი. თუმცა, აქსესუარები ბრენდის უნდა იყოს. ამას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა და კიდევ ფეხსაცმელს, რომელიც აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს.

– სამზარეულოში რომ შეგიშვან, რამეს მოამზადებთ?

– მხოლოდ ერბოკვერცხს. მეტი არაფერი შემიძლია და არც არაფერი მეხერხება. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ლურსმანსაც ჩემი ცოლი აჭედებს და ნათურასაც ის ცვლის. მამაჩემიც ასეთი იყო და ბაბუაჩემიც. ბაბუაჩემს შაქარსაც კი ბებიაჩემი უყრიდა ჩაიში და თვითონვე რომ არ მოერია, ბაბუაჩემი მოურეველს დალევდა. ასეთები ვართ გამყრელიძეები (იცინის). მაგრამ ერბოკვერცხი მართლა კარგი გამომდის.

– ანუ, კვერცხს ნაჭუჭიანად არ წვავთ

– არათუ ნაჭუჭიანად არ ვწვავ, არაჩვეულებრივი ომლეტი გამომდის. ოხრახუშით, პომიდვრით, ყველით და შეიძლება კიდევ რაღაც-რაღაცეების დამატება.


скачать dle 11.3