კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიერის აიდა დაბრალდა


თურქულის „ბეშიქთაშის“ იტალიელი მცველი მატეო ფერარი და ცნობილი ვენესუელელი მოდელი აიდა იესეპიცა ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქულ კლუბში გადაწყვიტა. აიდამ იტალიიდან აბარგება იუარა და აპენინებზე დარჩა. თავიდან მატეო თურქეთიდან კვირაში ერთხელ დაფრინავდა, მერე რეისები შეამცირა და აიდას „აეროპორტმაც“ სხვა პილოტების მიღება დაიწყო.

გასულ კვირას კი, ქალი ფერარის მეგობართან, კრისტიან ვიერისთან ერთად შენიშნეს. ვიერიმ ფეხბურთელის კარიერა კი დაასრულა, მაგრამ ისე ჩანს, ქალების დევნაში ბადალი კვლავ არ ჰყავს. მან და აიდამ რომის მაღაზიები შემოიარეს, მერე კი იმ სასტუმროს ნომერში შეიყუჟნენ, სადაც აიდა ცხოვრობს. ვიერიმ იქაურობა მეორე დღეს დატოვა და ეს ამბავი შეერგებოდა კიდეც, რომ არა ჟურნალისტები, რომლებმაც მისი ვოიაჟის შესახებ გაზეთებში დაწერეს.

საქმე ისაა, რომ ვიერი ამჟამად მელისა სატას ჰყვარობს. სატა აიდაზე არანაკლებ ცნობილი მოდელი და რაც მთავარია, იესეპიცას მეგობარია და ახლა კრისტიანს იმის ახსნა მოუწევს, რა უნდოდა მთელი ღამე შეყვარებულის მეგობართან. არა, ჩვენ კი ვიცით, რა უნდოდა, მაგრამ საინტერესო თავად ვიერის ვერსია იქნება.


скачать dle 11.3