კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ – 29 წლის, მაგრამ, ძალიან მეშინია ნაოჭების, განსაკუთრებით – ყელზე. როგორ უნდა მოვუარო ყელსა და დეკოლტეს, რომ ნაოჭები მაქსიმალურად გვიან გამიჩნდეს?

პასუხი: ყელსა და დეკოლტეს მიდამოებსაც ისევე უნდა მოუაროთ, როგორც სახეს: გაიწმინდოთ, წაისვათ მკვებავი და დამატენიანებელი კრემები, გაიკეთოთ სპეციალური ნიღბები, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ ყელის კანის ნიღბების შინაური რეცეპტები.

პასუხი: ა) წყლის აბაზანაზე გაადნეთ 1 სადილის კოვზი თაფლი (თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ), შეაზილეთ 1 ცალი კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი პურის ფქვილი (შეიძლება სიმინდის ფქვილიც გამოიყენოთ). წაისვით ყელსა და დეკოლტეზე და წამოწექით. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით შესაფერისი მკვებავი.

ბ) 3 სადილის კოვზ გვირილას დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი. რომ გაგრილდება, ნაყენი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში, დამბალ გვირილის ყვავილს კი შეაზილეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა დაიდეთ ყელსა და დეკოლტეს მიდამოებზე. სასურველია, წამოწვეთ. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით, შემდეგ გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით (რომელიც გადაწურეთ), რომ შეგაშრებათ, წაისვით სპეციალური მკვებავი.

გ) კანიანად მოხარშეთ 1 ცალი კარტოფილი, გაფცქვენით, დასრისეთ და შეაზილეთ: 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი (თუ გლიცერინი არ გაქვთ, მაშინ ზეითუნის ზეთის რაოდენობა 3 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ). მიღებული მასა სქლად დადეთ რამდენიმე ფენა დოლბანდის ნაჭერზე (ან მიტკალზე), შემოიხვიეთ ყელზე და დაიფინეთ დეკოლტეზე, ზემოდან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი.

კითხვა: ჯანმრთელობის პრობლემები არ მაქვს, მაგრამ დილაობით ვიღვიძებ შეშუპებული სახით. კანიც, თითქოს, ფერმკრთალია და ნაოჭებიც უფრო გამოკვეთილი მეჩვენება. რისი ბრალი უნდა იყოს?

პასუხი: თუ ჯანმრთელობის მხრივ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ეს შედარებით ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა.

საერთოდ, ღამის პერიოდში კანის ზედა ფენა კარგავს ტენიანობას, რის გამოც ნაოჭები უფრო გამოიკვეთება; კანის ქვედა ფენები (შრეები) კი – პირიქით, გადატვირთულია ტენით და სწორედ ამიტომ ხდება სახის შეშუპება. ამასთან ერთად, დილაობით მცირდება სისხლის ცირკულაცია, სისხლძარღვები იკუმშება და, შედეგად სახეც ფერმკრთალდება.

ეს პრობლემები რომ მოიხსნათ, მოიქეცით შემდეგნაირად: კანის ტონუსში მოსაყვანად სახე გაიწმინდეთ მწვანე ჩაის, ცაცხვის ან გვირილის ნახარშისგან დამზადებული ყინულის კუბიკით, მაშინვე შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და წაისვით დღის კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დილას.

კითხვა: არასდროს მქონია თმიანი სახე, მაგრამ, ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ, ოდნავ შესამჩნევი ღინღლი ყბებთან და საულვაშეზე, გამუქდა და გაუხეშდა. როგორ მოვიქცე?

პასუხინ: აუცილებლად შეცვალეთ მკვებავი კრემები, რომლებსაც იყენებთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი კრემი ზედმეტად კონცენტრირებულია და შეიცავს ძლიერ ქიმიურ დანამატებს. ცნობისთვის, სახეზე თმის ზრდის სტიმულირება შეუძლია: პლაცენტის ექსტრაქტს, ალოეს, ჟენ-შენს.

მაგრამ, გარდა იმისა, რომ უნდა შეცვალოთ კრემები, გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტსაც და ჩაიტაროთ ჰორმონული ანალიზი.

კითხვა: მაქვს მშრალი კანი. ამიტომ, აუცილებლად მჭირდება მკვებავი კრემები, მაგრამ, ნებისმიერი კრემი, სახლში დამზადებულიც და მაღაზიაში ნაყიდიც, კანს მიღიზიანებს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ზემგრძნობიარე კანი გაქვთ და კრემებში შემავალი კომპონენტები (მცენარეული ან ქიმიური) ალერგიას იწვევს. ამიტომ, სასურველია, მკვებავის ნაცვლად გამოიყენოთ წყლის აბაზანაზე გადადუღებული ზეითუნის ზეთი. საერთოდ კი, ზეპირად თქვენი პრობლემების მოგვარება ძალიან ძნელია. უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალ ექიმ-კოსმეტოლოგს.

კითხვა: ყოველთვის ძალიან ლამაზი ტუჩები მქონდა, ამ ბოლო ხანებში კი თითქოს დაიჩუტა, დავიწროვდა და გაფერმკრთალდა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება?

პასუხი: თქვენ არ გვწერთ თქვენს ასაკს. საერთოდ, 30 წლის შემდეგ ტუჩები ფერმკრთალდება, 35 წლის შემდეგ კი მათი კონტური ნაკლებად გამოკვეთილი ხდება და თითქოს იჩუტება. ამას ემატება ტუჩების კუთხეების დაწევაც – ყველაფერი ეს ბუნებრივი პროცესებია, რაც თან ახლავს ასაკის მატებას. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს კოსმეტიკა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ამ ხარვეზების შენიღბვა: მოერიდეთ მუქი ფერის პომადას. ბაცი „ბლესკის“ და ტუჩის საცხის წყალობით თქვენი ტუჩები ისევ დაბურცულ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს. ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კონტურული ფანქარი: გაიკეთეთ კონტური ტუჩების ბუნებრივი ხაზიდან 1-2 მილიმეტრის დაშორებით და ხაზი არ მიიტანოთ ტუჩის კუთხეებამდე.

მაკიაჟი მართლაც რომ სასწაულებს ახდენს, მაგრამ, აუცილებელია მოვლაც:

ა) კბილის ჯაგრისით, დილას და საღამოს, გაიკეთეთ ტუჩების მსუბუქი მასაჟი, წრიული მოძრაობით ტუჩის ცენტრიდან – კუთხეებისკენ;

ბ) შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები: დღეში რამდენჯერმე, 2-3 წუთის განმავლობაში, წარმოთქვით ხმოვანი ბგერები ისე, რომ ტუჩები ძალიან არ დაწელოთ ან ძალიან არ მოკუმოთ (ეს ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს). დაშვებული კუთხეების შენიღბვა კი უმარტივესად შეიძლება: გაითავისეთ იდუმალი, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი – გაიღიმეთ მხოლოდ ტუჩის კუთხეებით და შეეცადეთ, ეს გახდეს თქვენი ბუნებრივი გამომეტყველება.


скачать dle 11.3