კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არა – შიმშილობას!


ძალიან ძნელია მკაცრი დიეტის დაცვა, მით უმეტეს – შიმშილი, რომლის დარღვევის შემდეგ წონაში ორმაგად სწრაფად იმატებთ. ეს რომ არ მოხდეს, უმჯობესია, შიმშილი ჩავანაცვლოთ იმ პროდუქტებით, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს აღნაგობას. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, რომელი პროდუქტი რით უნდა ჩაანაცვლოთ.

1 ულუფა შემწვარი კარტოფილი (395 კილოკალორია) =100 გრამ უმი სტაფილოს სალათს (70 კილოკალორია)+125 გრამ საქონლის ხორცის სტეიკს (255 კილოკალორია)+1 ჩაის ჭიქა კენკრის კისელს (70 კილოკალორია);

100 გრამი არაქისი (560 კილოკალორია) =100 გრამ მარილიან ჩხირებს (255 კილოკალორია)+1 კათხა ლუდს (130 კილოკალორია)+100 გრამი ქიშმიშსა და თხილს (ან ნიგოზს);

1 ნაჭერი ტორტი (365 კილოკალორია) =100 გრამ შაქარლამას (105 კილოკალორია)+1 ცალ შოკოლადიან სუფლეს (90 კილოკალორია)+50 გრამ ჟელატინიან კანფეტს (170 კილოკალორია);

100 გრამი შოკოლადის მუსი (310 კილოკალორია) =3 ცალ მანდარინს ან 3 ცალ ვაშლს (60 კილოკალორია)+125 გრამ ვანილის პუდინგს (130 კილოკალორია)+შოკოლადის ფილის 5 დანაყოფს (120 კილოკალორია);

1 ჩაის ჭიქა რძიანი კაკაო (240 კილოკალორია) – 2 ცალ „პრიანიკს“ (75 კილოკალორია)+1 ფინჯანი დაშაქრულ ჩაის ლიმონით (45 კილოკალორია)+125 მილილიტრ იოგურტს (120 კილოკალორია);

100 გრამი კანფეტი „ემ ენდ ემსი“ (490 კილოკალორია) = 1 ცალი „მიუსლის“ ბატონს (80 კილოკალორია)+1 ცალი ფუნთუშა (190 კილოკალორია)+1 ცალ შოკოლადიან და თხილიან ნაყინს (220 კილოკალორია).

შეისწავლეთ ეს მონაცემები და შეიტანეთ თქვენს რაციონში.

და, კიდევ ერთი რჩევა: არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რადგან, როდესაც ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის, დიეტის მიუხედავად, ცხიმების წვა, პრაქტიკულად, წყდება. ექიმები ამ მდგომარეობას „დაუნაყრებლობის სიმსუქნეს“ უწოდებენ.


скачать dle 11.3