კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენიმე, განსხვავებული რჩევა მათთვის, ვისაც სურს, რომ ჯანმრთელი, ლამაზი და წარმატებული იყოს


1. ყოველდღიურად, დილა-საღამოს დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი. შედეგად:

ა) აიწევს ანტიბიოტიკების ეფექტურობა;

ბ) მცირდება არტერიული წნევის აწევის რისკი;

გ) მცირდება ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი;

დ) მცირდება ინსულტის ალბათობა;

ე) ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ცელულიტის დაშლას.

2. დღეში 2 პატარა ფინჯანი ნატურალური შავი ყავა სარგებლობის მეტს არაფერს მოგიტანთ, რადგან:

ა) ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით;

ბ) ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს;

გ) აუმჯობესებს მეხსიერებას;

დ) ამცირებს კანის არამელანომური კიბოს რისკს;

ე) გმატებთ მხნეობას მთელი დღის განმავლობაში, თუ გაითვალისწინებთ ერთ საიდუმლოს: ყოველ დილით, საუზმეზე და შუადღით – სადილზე, დალიეთ მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ფინჯანი შავი ყავა. თუ ამაზე მეტს მიირთმევთ, მაშინ დაემშვიდობეთ დღისით სიმხნევეს.

3. იყავით ოპტიმისტი!

თუ, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, დაკავდებით სპორტით, დაძლევთ უძილობას და აიძულებთ თავს, კონცენტრირება მოახდინოთ სასიამოვნო მომენტებზე, თქვენი მომხიბვლელობა გარანტირებული იქნება. ცხოვრებისადმი ასეთ დამოკიდებულებას სხვა დადებითი თვისებებიც აქვს:

ა) მოხუცებზე ათწლიანი დაკვირვებისა და გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ის, ვინც წლების განმავლობაში ოპტიმისტურად უყურებდა ყველა პრობლემას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გაცილებით მეტადაა დაზღვეული;

ბ) ბუზღუნი, უხასიათობა, ყველაფრით უკმაყოფილება და ხელის ჩაქნევა, ანუ – პესიმიზმი, ადამიანების სისხლში ამცირებს ანტისხეულების რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გრიპოზულ დაავადებათა რისკს.

ამიტომ, შეხედეთ ცხოვრებას იმედის თვალით, გული არ გაიტეხოთ და ყველაფერი კარგად იქნება!

და, გახსოვდეთ: თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა თქვენსავე ღიმილზეა დამოკიდებული – რაც უფრო ფართოდ და ხშირად გაიღიმებთ, მით მეტხანს იცოცხლებთ!


скачать dle 11.3