გაიუმჯობესეთ გულის კუნთის მუშაობა კუნელის ნაყენით
გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად ხალხურ მედიცინაში, არაერთი ეფექტური რეცეპტი არსებობს. კერძოდ, გულის დაავადების წინააღმდეგ ბევრი სამკურნალო მცენარე გამოიყენება, თუმცა კუნელი მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულია. მას კარგი ეფექტიც აქვს და სწრაფადაც მოქმედებს.
გულის უკმარისობის, ქოშინის, სისუსტის დროს მიიღეთ თითო კოვზი ნედლი კუნელის ნაყოფი, დღეში სამჯერ.
მოციმციმე არითმიის დროს მიიღეთ ორი სუფრის კოვზი კუნელის წვენი დღეში ორჯერ.
გულის არეში ტკივილის შეგრძნებისას, უძილობის, ტაქიკარდიის, საერთო სისუსტის დროს ერთ სუფრის კოვზ კუნელს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. თავდახურული დადგით ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და მესამედი ჩაის ჭიქა ნაყენი მიიღეთ, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ათეროსკლეროზის, თავბრუსხვევის ან ჰიპერტონიის დროს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარგად შეფუთეთ, გააჩერეთ 24 საათი, ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ შემთბარი ნაყენი, ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.