როგორ გავიწმინდოთ „დაბინძურებული“ ორგანიზმი სითხის რეგულარული მიღებით
მარილი სასარგებლო და აუცილებელია რაფინირებული პროდუქტებით ერთგვაროვანი კვების დროს, მაგალითად, შაქრისა და მარცვლოვანთა მოხმარებისას. მაგრამ, თუ მრავალფეროვანი მცენარეული საკვებით იკვებებით, მით უმეტეს, ცოცხალი პროდუქტით, როცა გადამუშავებისას მათში შემავალი მარილი არ იხსნება, მაშინ საკვებში ბუნებრივად არსებული მარილის რაოდენობა სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ბევრი მარილი რომ საზიანოა, ეს კვლევებით დამტკიცებულია. მარილი ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას, რადგან მარილთან ერთად ადამიანს ბევრი სითხის მიღება უწევს.
ჯანმრთელი გულისთვის დიდი რაოდენობით მიღებულ წყალს უარყოფითი შედეგები არ მოაქვს, დაავადებული გულის შემთხვევაში კი, ის პრობლემას ამწვავებს. კვლევით ისიც დადგინდა, რომ ჯანმრთელი თირკმელებისთვის წყალი არა საზიანო, არამედ, პირიქით, სასარგებლოა, რადგან ავარჯიშებს მათ გამომყოფ ფუნქციას.
სითხის საშუალებით ადვილად ხდება ორგანიზმიდან ჭარბი მარილების გამოდევნა. როცა ბევრ წყალს სვამთ, გამოყოფილ შარდში დაბალია იმ ნივთიერებების კონცენტრაცია, რომლებიც ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს, ეს კი ამცირებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს. შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმისთვის მავნე ტოქსიკური ნივთიერებები. რაც მეტი შარდი გამოიყოფა, მით სწრაფად იწმინდება ორგანიზმი.
უნდა დალიოთ დღეში ორი ლიტრი წყალი მაინც. ასევე, უნდა მოამარაგოთ ორგანიზმი მცენარეული და ხილის ჩაით, მინერალური ან ონკანის სუფთა წყლით, ხილითა და ბოსტნეულით, რომლებიც საკმაო რაოდენობით შეიცავენ სითხეს.