კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავეხმაროთ დაავადებულ ნაღვლის ბუშტს და ღვიძლს არყის ხის ფოთლების ნაყენით


არყის ხის ფოთლები და კვირტები შეიცავენ ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, კაროტინს, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებს. არყის ხის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები ზომიერად ნაღველმდენი და შარდმდენია, გააჩნია ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი ეფექტი და მოქმედებს ჭიებზე, ტრიქომონებსა და ლამბლიებზე.

არყის ხის კვირტების წვენი შლის შარდის ბუშტში ჩალაგებულ კენჭებს. ამ დროს ხდება ფოსფატური და კარბონატული წარმოშობის კენჭების დაშლა, ხოლო ოსქილატური და შარდმჟავა კენჭები უცვლელი რჩება.

არყის ხის პრეპარატები ზრდის ორგანიზმის დამცავუნარიანობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების მუშაობას. ასევე, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლასა და თავის ტვინის ქერქზე.

არყის ხის ფოთლების ნახარში და ნაყენი გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, მადეზინფიცირებელი საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებების დროს.

გაითვალისწინეთ, რომ თირკმლის ფუნქციური უკმარისობის დროს არყის ხის ნაყენის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან წიდოვან ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც თირკმლის ქსოვილს აღიზიანებს. არყის პრეპარატების შარდმდენ ეფექტს კი, სწორედ ფლავონოიდები განაპირობებს.

მცენარის ნაღველმდენი და ანტიმიკრობული თვისებები გამოიყენება ღვიძლის კომპლექსური თერაპიისას. ფოთლის ნაყენი ეფექტურია ქოლეცისტიტის მსუბუქი ფორმის დროს. ავადმყოფს მისი მიღების შემდეგ უმცირდება ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, გადიდებული ღვიძლი კი ნელ-ნელა პატარავდება.

არყის ხის კვირტები გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადების სამკურნალოდ, კერძოდ კი, ლარინგიტის, ბრონქიტის, ტრაქტეიტის დროს, როგორც ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში არყის ხის კვირტების ნაყენს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, ეგზემისთვის. მცენარის პრეპარატებს უნიშნავენ ნევრალგიების, მიოზიტების, ართრიტების დროს, როგორც შესაზელ საშუალებას. ასევე, ის კარგია ჩირქოვანი ჭრილობებისა და გამონაყარის, წყლულებისა და ნაწოლების სამკურნალოდ.

არყის ხის ფოთლის ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში დადგით თავდახურული, ოთახის ტემპერატურაზე. რომ გაცივდება, გადაწურეთ და ნაყენიც მზად არის.

ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს, ნაყენს დაამატეთ ცოტაოდენი საჭმლის სოდა და სვით მეოთხედი ჭიქა, დღეში ოთხჯერ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა.


скачать dle 11.3